იღბლიანი სამფეხა ‘სუზი’

GSPSA-ს თავშესაფრის ბინადარი სამფეხა ძაღლი „სუზი“ 3 ივნისს ამერიკაში გაემგზავრა.

მისი მზრუნველი პატრონი გახდა არიანა იოლანდა რუიზ.

სუზის მძიმე იტორია აქვს გამოვლილი და მას კუთვნილმა ბედმა გაუღიმა.  უკვე შეეჩვია ახალ გარემოს, მზრუნველ სახლს, პატრონებს  და თავს ბედნიერად გრძნობს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://gspsa.org.ge/8148-2/

 

 

 

სუზი ამერიკაში

სუზის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია გაჩუქებამდე:

ჯიში – პოინტერის მეტისი
სახელი – სუზი
სქესი – ძუ
იდენფიცირება:
დაბადების თარიღი – 2017
ხასიათი: თვინიერი, მოსიყვარულე,  ჭკვიანი.

თავშესაფარში მიღების მიზეზი:  უკანა კიდურის ტრავმა
თავშესაფარში მიღების თარიღი:   29/08/2018

ჯანმრთელობის მდგომარეობა:  ტრავმირებული
სტატუსი:  უპატრონო (დაკარგული ან გამოგდებული)

 

  

2018 წლის  29 აგვისტოს, GSPSA-ს თავშესაფარში დასავლეთ საქართველოს რეგიონიდან მიღებული იქნა ძაღლი -ტრამვირებული პოინტერის მეტისი.

ძაღლს აღენიშნებოდა  უკანა ფეხის მძიმე დაზიანება, რის გამოც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა  ფეხის  შენარჩუნება  და   „ნიუ ვეტ კლინიკაში“ ჩაუტარდა უკანა დაზიანებული კიდურის ამპუტაციის ოპერაცია..  ის უკვე   სამი  ფეხით  დარბის. ძაღლი  არის ძალიან მოსიყვარულე  და თბილი ხასიათის. ის ადვილად ადაპტირებს ცხოველებთან და ადამიანებთან.

„სუზი“  დაკარგული ძაღლია . მისი ხასიათიდან გამომდინარე მას ჰყავდა ძალიან კარგი პატრონი.

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გაქვთ ძაღლის აყვანის პირობები და სურვილი გაგაჩნიათ, რომ თქვენ გყავდეთ ოთხფეხა მეგობარი, ამ შემთხვევაში გეძლევათ უნიკალური საშუალება ჩაერთოთ „დისტანციური პატრონაჟის პროგრამაში“

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

შემოწირულობა