ლიბერალი – ვიდეო► გარემოს დაცვის სამინისტროში დათვების დახოცვის საკითხზე დისკუსია გაიმართა

 

მოსახლეობაზე თავდასხმის შემთხვევაში, გარეული ცხოველებისგან თავდაცვის მიზნით დახოცვის ალტერნატიულ საშუალებებს განიხილავდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გამართულ დისკუსიაზე.

შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თეიმურაზ წიქორიძემ აღნიშნა, მგლისა და დათვისგან თავის დაცვა, ტრადიციულად, ძაღლის, კერძოდ, კავკასიური ნაგაზის საშუალებით ხდებოდა.

„დათვების თავდასხმის შემთხვევაში, მათი დახოცვის ალტერნატიული საშუალება საუკუნეების განმავლობაში, კავკასიური ნაგაზი იყო, ძაღლმა რომ დაყეფოს, დათვი იქ აღარ მივა“,  – განაცხადა წიქორიძემ. მისი თქმით, ამგვარი მეთოდის გამოყენებით, მოსახლეობა დათვების თავდასხმისგან დაცული იქნება, დათვები დახოცვას გადაურჩებიან და კავკასიური ნაგაზებიც დანიშნულებისამებრ იქნებიან გამოყენებულები…

სტატია სრულად იხილეთ ლინკზე: http://liberali.ge/videos/view/941/video-garemos-datsvis-saministroshi-datvebis-dakhotsvis-sakitkhze-diskusia-gaimarta