რადიო თავისუფლება/თავისუფლების დღიურები – თეიმურაზ წიქორიძე, ცხოველთა უფლებების დამცველი

http://www.radiotavisupleba.ge/content/liberty-diaries-teimuraz-tsikoridze/24950486.html

2013 წლის 31 მარტი, კვირა
ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ყოველი დღე ჰგავს ერთმანეთს. ერთი და იგივე  ცხოვრების წესი, ერთი და იგივე  განცდა. პრაქტიკულად, ამ ხნის მანძილზე არ არსებობს შაბათი ან კვირა, დასვენების დღეები, დღესასწაულები, გართობა ან ელემენტარული დასვენება.

ეს არ არის გამოწვეული რაიმე მატერიალური მიზეზით, ან სასჯელით. ასეთი ცხოვრების წესი თავად ავირჩიე. ეს არის ძალიან დიდი სიყვარული ცხოველების მიმართ, რომლებსაც დახმარება, გადარჩენა, მზრუნველობა და სიყვარული ესაჭიროებათ. ისინი მე მელოდებიან. ზოგი საერთოდ არ მიცნობს, მაგრამ როდესაც დასახმარებლად მივდივარ, მისი თვალებით ვგრძნობ, რომ მელოდებოდა…