ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია

2016 წლის 8 თებერვალს თბილისის მერიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

12661800_973411139407023_1707433300868292960_nცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გასული წლის ანგარიში წარადგინა. როგორც ანგარიშის წარდგენისას სააგენტოს დირექტორმა თემურ ფხალაძემ აღნიშნა, იკვეთება პროგრესი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვა-კონტროლის გასაუმჯობესებლად თანამედროვე, ჰუმანური, განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდებით.

ამასთან, თემურ ფხალაძემ წარადგინა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობის ანალიზი და რეკონსტრუქციის შედეგები.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე მიმოიხილა ქალაქში უმეთვალყურეო ცხოველების არსებობით შექმნილი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და ამ მიზნით დაგეგმილი პროექტები.

თემურ ფხალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაესვა ე.წ. „სანიტარულ-ვეტერინარული კორდონის“ ამოქმედების მნიშვნელობას ქალაქისათვის, რომელსაც წინ უსწრებდა უპატრონო ცხოველების დათვლის პროცესი.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებიდან” შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კავშირის თავმჯდომარემ თეიმურაზ წიქორიძემ.

12715347_973411146073689_7975663596951291246_n 12661833_973411132740357_1028599001463192813_n 12733559_973411206073683_4612104291487660965_n