ცხოველის მიღების წესი

თავშესაფარში ცხოველთა მიღება ხდება თავშესაფრის ხელმძღვანელობის უშუალო გატაწყვეტილებით და ვეტერინარის ნებართვით. ყოველ ძაღლზე იხსნება სპეციალური ფორმა, აგრეთვე ინფორმაცა ცხოველის შესახებ განთავსდება GSPSA-ს ელექტრონული ინფორმაციათა ბაზაში. თავშესაფარში  მიიღებიან:

  1. უპატრონო ცხოველები, რომლებსაც აქვთ მექანიკური ან სხვა სახის დაზიანება და საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას;
  2. ადამიანის მიერ სასტიკი ქმედებისგან დახსნილი ცხოველები, რომლებსაც აქვთ ფიზიკური ან ფსიქიკური ტრავმა (დაზიანება) და საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას;
  3. ლეკვები, რომლებიც არიან უზედამხედველო, მათი სიცოცხლე საფრთხეშია და საჭიროებენ ჰუმანურ დამოკიდებულებასა და მზრუნველობას;
  4. ძაღლი, რომელიც დაკარგულია პატრონის მიერ და საჭიროებს მზრუნველობას და პატრონის მოძიებასა;
  5. ძაღლი, რომელმაც დაკარგა პატრონი (მისი გარდაცვალების ან უგზოუკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში) და საჭიროებს მზრუნველობას;
  6. ცხოველები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო საჭიროებენ მზრუნველობას და ვეტერინარულ მომსახურებას;
  7. სხვა შემთხვევებში ის ცხოველები, რომლის მიღებასაც გადაწყვეტს თავშესაფრის ხელმძღვანელობა.

2015 წლის ნოემბერში „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ გამგეობის გადაწყვეტილებით ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე თავშესაფარში ბინადარი ცხოველების ჭარბი რაოდენობის გამო, მაქსიმალურად შეიზღუდა ახალი ცხოველების მიღება. თავშესაფარი ღებულობს მხოლოდ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ცხოველებს.