2020 წლის 17 ივლისს ქალაქ გორში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქირურგმა ალექსანდრე ხეთაგურმა, მძინარე ძაღლს ორჯერ ესროლა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც შეგნებულად გამოიტანა სახლიდან, რამაც გამოიწვია ძაღლის ადგილზე დაღუპვა.
აღნიშნული ქირურგი ამ ბინაში გადმოსვლის დღიდან იმუქრებოდა რომ თავისი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცავდა ცხოველებს და 17 ივლისს ეს დაპირება აასრულა.
კითხვაზე-“რატომ მოკლა ძაღლი” მისი პასუხია, რომ იყო აფექტის მდგომარეობაში.
აღნიშნული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით ისჯება, შსს-მ ბრალდებული უკვე დაკითხა.
საზოგადოებაში, ცხოველთადამცველებსა და აქტვისტებში მომხდარმა ფაქტმა დიდი პროტესტი გამოიწვია.
შეიქნმა პეტიციაც დამნაშავის დასჯის მოთხოვნით.