ქ. თბილისის მერიის კონტრაქტორი კომერციული ფირმა შ.პ.ს. ”დებიუტი”-ს მიერ 19 თვის განმავლობაში განადგურებულია 26 896 ცხოველი

ქ. თბილისის მერიის ოფიციალური დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც მიღებულია “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”-ში მათივე მოთხოვნით, მერიის კონტრაქტორი კომერციული ფირმა შ.პ.ს. “დებიუტი”-ს, იგივე 1-ლი ვეტერინარული კლინიკის მიერ 19 თვის განმავლობაში განადგურებულია 26 896 ცხოველი /ძირითადად მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლები/.

აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე 19 თვის განმავლობაში:

ცხოველთა მასობრივი მოკვლის საშუალო მაჩვენებელია 99.63 %.
მოკლულია 26 896 ცხოველი /ძირითადად ძაღლი/
კასტრაცია ჩატარებულია მხოლოდ 73 ცხოველზე
მხოლოდ 11 ძაღლი არის აცრილი ცოფზე.

ამავდროულად “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”-ს მიაჩნია, რომ მიმდინარეობს ცხოველთა ხოცვა-ჟლეტვის წარმოუდგენელი აქცია. მიუსაფარი ცხოველების მასობრივი მკვლელობა არის სახიფათო და არაეფექტური მეთოდი, რომელიც ვერ გადაჭრის ცხოველთა პოპულაციის ზრდის პრობლემას.

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო და მოუწოდებს მუნიციპალიტეტს დაუყონებლივ შეწყვიტოს ცხოველთა პერმანენტული განადგურება კონტრაქტორი კომერციული ფირმის მეშვეობით და საკითხი გადაწყვიტოს ცივილიზირებული მეთოდებით.

GSPSA

იხილეთ შ.პ.ს. “დებიუტი”-ს მიერ /იგივე 1-ლი ვეტ. კლინიკა/ 26/06/2007 წ. – 29/01/2009 წ. ე.წ. ვეტერინარული მომსახურების მაჩვენებლები.