4 აპრილი, უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღე – თბილისი, ბუკიას ბაღი

4 აპრილი - 2016

2016 წლის 4 აპრილს (ორშაბათს)  16:00 საათზე, თბილისში “ბუკიას ბაღში”  ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”- GSPSA აქციით აღნიშნავს უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღეს და სოლიდარობას უცხადებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოველთადამცველებს. ეს დღე არის უპატრონო ქუჩის ცხოველების დღე და ამ დღის მიზანია მათი დახმარება, გაჩუქება, საკვების მიწოდება, ალერსი და მათზე მზრუნველობა.

აქციის ორგანიზატორები:

ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო”

აქციაზე გაჩუქების მიზნით თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოყვანილები იქნებიან უპატრონო ლეკვები და ძაღლები.

ერთად ვიზრუნოთ უპატრონო ცხოველებზე!

ღონისძების ანონსი Facebook-ზე.

—————————————————————————————-

ყოველწლიურად, დაწყებული 2011 წლის 4 აპრილიდან მსოფლიოში აღინიშნება უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე. ეს დღე უპატრონო ქუჩის ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა – http://www.strayanimalsday.org/

მსოფლიოში დაახლოებით 600 000 000 მეტი უპატრონო შინაური ცხოველია და მათ სჭირდებათ ყურადღება და დახმარება. ძაღლებს და კატებს  უნდა ჰქონდეთ სახლი და მასზედ უნდა ზრუნავდნენ, მაგრამ მსოფლიოში ძალიან დიდ რაოდენობა უპატრონოა და ისინი ცხოვრობენ ქუჩაში. მათ აწუხებთ სიცივე, სიცხე, უწყლობა, უჭმელობა. ხშირად ისინი დაავადებული არიან. უპატრონო ქუჩის ცხოველები ხშირ შემთხვევაში იდევნებიან მოსახლეობისა და ხელისუფალთა მხრიდან, ხშირია მათ მიმართ სისასტიკე და არაჰუმანური დამოკიდებულება.

ჩვენ, ადამიანებს, გვაქვს იმის საშუალება, რომ თანავუგრძნოთ უპატრონო ცხოველებს, დავეხმაროთ მათ, მივცეთ სახლი და გავუწიოთ მზრუნველობა და პატრონაჟი.

ჩვენ მოვუწოდებთ მთელი მსოფლიოში ადამიანებს უპატრონო ცხოველებისადმი გამოიჩინონ ჰუმანური დამოკიდებულება, იზრუნონ მათზე, მისცენ სახლი და დაეხმარონ!