GSPSA-ს თავშესაფრის ბინადარი სამფეხა ძაღლი „სუზი“ ამერიკაში გაემგზავრა.

GSPSA-ს თავშესაფრის ბინადარი სამფეხა ძაღლი „სუზი“ 3 ივნისს ამერიკაში გაემგზავრა არიანა იოლანდა რუიზთან ერთად.

არიანა იოლანდა რუიზ საქართველოში 2019 წლის იანვარში ჩამოვიდა „სანდიეგოს უნივერსიტეტში“ (SDSU Georgia)  გაცვლითი პროგრამით. მისთვის უცხო ქვეყანაში ახლობლებისგან მოშორებით ყოფნა რთული აღმოჩნდა, ვინაიდან მიჩვეული იყო შინაურ ცხოველებთან ერთად ცხოვრებას.  გამოსავალი მალევე იპოვა, მოიძია ინტერნეტში ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები და შეარჩია GSPSA.

არიანა  ჩაერთო GSPSA-ს მოხალისეობრივ პროგრამაში, მიიღო მონაწილეობა გაჩუქების აქციებში,  შეიფარა ქუჩაში მიტოვებული უმწეო ცხოველები და  შეითავსა დროებითი შემფარებლის ფუქცია. შემდგომ კი ორგანიზაციის დახმარებით მოხდა მათი მზრუნველ ოჯახებში დაბინავება.

არიანა კვირაში ორჯერ აკითხავდა GSPSA-ს  ტრავმირებული ძაღლების თავშესაფარს და ასეირნებდა ძაღლებს. ის ყველა ძაღლის მიმართ განსაკურთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა. არიანა ძალიან განიცდიდა საქართველოში ხეიბარი და ტრამვირებული ძაღლების ბედს. შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავის ოჯახში თავშესაფრიდან აყვანილ ერთ-ერთ ძაღლთან ერთად დაბრუნებულიყო.

შესარჩევ კანდიდატებად გვთხოვა დაგვესახელებინა ისეთი ძაღლები, რომლებსაც ნაკლები შანსი ჰქონდათ საქართველოში გაჩუქების. ჩვენ თავშესაფარში სხვადასხვა ტრავმებით მიღებული ცხოველები, რომლებიც გამოჯანრთებეულები არიან, საქართველოში სამწუხაროდ არ ჩუქდებიან. არავის აქვს სურვილი ხეიბარი ან სხვა ნაკლის მქონე ძაღლი აიყვანოს, ამიტომ მხოლოდ უცხოელების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული  მათი მომავალი ბედი.  „სუზი“, რომელიც შეირჩა არიანასთან ერთად გასამგზავრებლად, ერთ-ერთი მათგანია, რომლის გაჩუქების შანსიც თითქმის ნულის ტოლი იყო საქართველოში.  აი ასეთმა კარგმა ბედმა გაუღიმა  სამფეხა ახალგაზრდა ძაღლს სუზის.

სუზი 2018 წლის  29 აგვისტოს  GSPSA-ს თავშესაფარში დასავლეთ საქართველოს რეგიონიდან იქნა მიღებული. ძაღლს აღენიშნებოდა  უკანა ფეხის დასახიჩრება, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო მგლის ხაფანგში მოყოლით.  სამწუხაროდ ვერ მოხერხდა  ფეხის  შენარჩუნება  და  ჩაუტარდა უკანა დაზიანებული კიდურის ამპუტაციის ოპერაცია. მიუხედავად იმისა რომ სამფეხაა რთულად თუ შეეჯიბრება ვინმე მოძრაობაში და სირბილში. სუზი უნიკალური თვისებების ძაღლია, მოსიყვარულე, ხალისიანი და თბილი. თუმცა თავშესაფარში ყველა უნიკალურია და ელოდებიან მზრუნველ სამუდამო ოჯახებს.

 

არიანას მისაბაძ და მისასალმებელ გადაწყვეტილებას შეუერთდა კომპანია “ზოომარტი”, რომელმაც ის GSPSA -ს რეკომენდაციით მისი ერთგული მეგობრის, პროგრამა “აიყვანეთავშესაფრიდან” ფარგლებში,  სპეციალური გადამზიდი კონტეინერით დაასაჩუქრა.

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადობა“ მადლობას უხდის არიან რუიზს საქათველოში ცხოველთა დაცვის სფეროში აქტიური მონაწილეობისთვის და მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის.