ჩუქდება უნიკალური ძაღლი “კარფურა”

ჩუქდება უნიკალური ძაღლი “კარფურა”.

 

 

 

თბილისში, ისანი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს ერთი უნიკალური ძაღლი „კარფურა“.

კარფურა გამოირჩევა განსაკუთრებულად თბილი და ხალისიანი ხასიათით. ის ბედნიერია, როცა ადამიანებთან ურთიერთობს.

მიგვაჩნია რომ ასეთ ძაღლებს განსაკუთრებულად უჭირთ ქუჩაში ცხოვრება და ჭირდება მისი პირადი ადანიანი(ები), რომლებიც სიყვარულს და მზრუვნელობას არ მოაკლებენ.

‘კარფურა’-ს ჩატარებილი აქვს სრული ვაქცინაცია, არის სტერილიზებული (ანუ არ გამრავლდება) და სრულიად ჯანმრთელია.

ის საკმაოდ ცნობილი ძაღლია თბილისში, 3 წელზე მეტია რაც ქუჩაში ცხოვრობს, ბევრი ადამიანის გული მოიგო, რომლებიც ზრუნავენ მასზე, მგრამ სამწუხაროდ არაკეთილმოსურნეებიც გამოუჩდნენ. მათ გამო ‘კარფურას’ ცრუ ბრალდებებით მუნიციპლურ თავშესაფარში ორჯერ მოუწია მოხვედრა . ერთხელ მისთვის უცნობ ტერიტორიაზე გადასვეს და 1 თვეზე მეტი ხანი ვეძებდით მთელი თბილისის მასშტაბით. რამდენიმე დღის წინ ისევ ცრუ ბრალდებით გამოკეტილი გამოვიყვანეთ თავშესაფრიდან და დავაბრუნეთ მის ტერიტორიაზე, მაგრამ რადგან არსებობს საშიშროება, რომ ისევ გადასვან სხვა, მისთვს უცნობ ადგილას, ვეძებთ მზრუნველ ადამიანს, რომელიც იჩუქებს და ერთგულ მეგზურობას გაუწევს ცხოვრების ბოლომდე. მართლა იმდენად განსაკუთრებული ძაღლია რომ არ ინანებთ მის ‘მისაკუთრებას’.

თან არ დაგავიწყდეთ რომ, ქუჩიდან გადარჩენილზე უკეთესი ჯიში არ არსებობს!

ვისაც გექნებათ სურვილი, რომ ეს უნიკალური ოთხფეხა არსება თქვენი ერთგული მეგობარი გახდეს, დაგვიკაშვირდით შემდეგ ნომერზე:

📞 557 923 910