სასიკვდილოდ განწირული კავკასიური ნაგაზი

2019 წლის 1 დეკემბერს, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში გამოჩნდა სავარაუდოდ გამოგდებული და დაავადებული კავკასიური ნაგაზი, რომელიც შემდგომში გადაყვანილ იქნა თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში. ძაღლს ლაბორატორიული კვლევების შედეგად დაუდგინდა დაავადებები: ჭირი, დემადეკოზი და სოკო. იმ შემთხვევაში თუ აყვანის მსურველი არ გამოჩნდებოდა, კანონის თანახმად ის ექვემდებარებოდა ევთანაზიას.

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ”-GSPSA-მ გადარჩენის მიზნით გამოიყვანა თავშესაფრიდან ძაღლი. გამოყვანის დღიდან მიმდინარეობს ორგანიზაციის მიერ ცხოველის მოვლა-პატრონობა და მკურნალობა.

ძაღლს აქვს ისეთი დაავადებები, რომლებიც სხვა ცხოველებისთვის გადამდებია, ამიტომ დაუშვებელია მისი GSPSA – ს ტრავმირებული ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა. შესაბამისად მისი მკურნალობის პროცესი შეუჩერებლად მიმდინაორებს სხვადასხვა დროებით შემფარებლებთან. 

ძაღლის დახასიათება:

ჯიში: კავკასიური ნაგაზი

სქესი: ხვადი

ასაკი: დაახლოებით 10 წლის

ფიზიკური მდგომარეობა : სავარაუდოდ მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ყოფილი პატრონი მას სხვა ძაღლებთან აჩხუბებდა, ჰყავდა დაბმული და გაუსაძლის პირობებში, რის გამოც არის დაუძლურებული.

 

 

 

ლომას სიცოცხლის შენარჩუნებისთვის საჭიროა, როგორც ფიზიკური, ასევე ფინანსური რესურსი.

GSPSA – მაქსიმალურად ცდილობს ძაღლის სიცოცხლის შენარჩუნებას და გახანგრძლივებას.

მისასალმებელი იქნება, თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც “ლომას”, მისი გამოჯანმრთელების შემდეგ იჩუქებს და სიცოცხლის ბოლომდე მოუვლის.

განახლება: (28.02.2020)
ვიდეო გადაღებულია სამი თვის მკურნალობის შემდეგ.
ძაღლი ჭირისგან სრულად განიკურნა, მაგრამ კანკალი შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს. ამჟამად მიმდინაორებს მკურნალობა კანის პრობლემებზე (დემადეკოზი, ტრიხოფიტოზი, სარკოფტოზი).

“ლომას” სჭირდება თქვენი დახმარება!

დახმარების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თანხა გადმორიცხოთ GSPSA-ს საბანკო ანგარიშზე და მიუთითოთ მიზნობრიობა: “ლომასთვის”

http://gspsa.org.ge/donate/

შემოწირულობა

📍ვალუტა: GEL, EUR , USD, GBP, DKK, CNF
მიმღები ბანკი: სს “საქართველოს ბანკი”
მიმღები ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”
საიდენტიფიკაციო კოდი: 205171847
ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000166248000
_______________________________________

📍ვალუტა: GEL, EUR , USD
მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი
მიმღები ბანკის კოდი: TBCBGE 22
მიმღების დასახელება: “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”
საიდენტიფიკაციო კოდი: 205171847

ანგარიშსწორების ანგარიში:

ვალუტა GEL – GE82TB79 8293 6080 1000 10
ვალუტა EUR – GE94 TB79 8293 6180 1000 04
ვალუტა USD – GE24 TB79 8293 6180 1000 03