თავშესაფრის შესახებ

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

შემოწირულობა

100_2008

უპატრონო ცხოველთა თავშესაფარი შეიქმნა 2003 წელს.  თავშესაფრის შექმნის აუცილებლობა განაპირობა საქართველოში უპატრონო ცხოველების უმძიმესმა მდგომარეობამ. ამ პერიოდში უპატრონო ქუჩის ცხოველების საკითხს წყვეტდა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური, შემდგომ კი კეთილმოწყობის სამსახური. არ არსებობდა არც თავშესაფარი და არც რაიმე ჰუმანური პროგრამა უპატრონო ცხოველების პოპულაციის სამართავად. ამ სამსახურების და კონტრაქტორების უშუალო მონაწილეობით ხდებოდა ცხოველთა განადგურება სასტიკი მეთოდებით, რაც იმის გარდა რომ სისასტიკე იყო, ამავდროულად ვერანაირად ვერ არეგულირებდა უპატრონო ცხოველების პოპულაციას. არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით 2006 წელს გადაწყდა არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსება. ააიპ  “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA.  ცხოველთა თავშესაფარი გახდა GSPSA-ს სტრუქტურული ერთეული.

ცხოველთა თავშესაფარში ძირითადად მიიღება ტრავმირებული უპატრონო ცხოველები. ამ წლების მანძილზე თავშესაფარმა მიიღო 1500-ზე მეტი ცხოველი (ძაღლი და კატა), მათ გაეწიათ შესაბამისი ვეტერინარული მომსახურება და მზრუნველობა. მათი უმეტესობა გაჩუქდა მზრუნველ ადამიანებზე.  თავშესაფარი უზრუნველყოფს ცხოველთა ვეტერინარულ მომსახურებას და ვაქცინაციას.

 

GSPSAთავშესაფრიდან ჯანმრთელი ცხოველები ექვემდებარებიან გაჩუქებას და მიკედლებულ ადგილზე დაბრუნებას, რაც მკაცრად კონტროლირდება. თავშესაფარმა შეიფარა აგრეთვე ბევრი დაკარული და ქუჩაში გამოგდებული ძაღლი, აქედან ნაწილი დაუბრუნა მფლობელს, ხოლო ძველი მფლობელის დაუდგენლობის შემთხვევაში, მათ საზოგადოების წევრების მიერ, გამოეძებნა ახალი მფლობელი.

 

2013 წელს მოხდა თავშესაფრის კეთილმოწყობა “ბრიჟიტ ბარდოს ფონდის” ხელშეწყობით და დაფინანსებით.

1532095_492460857535954_1133595553_n 1526500_492461304202576_369825216_n 1471989_492461557535884_1451262818_n 988874_492461634202543_1703209930_n
კეთილმოწყობილი თავშესაფარი. იხილეთ ფოტოები Facebook-ზე.

 

ამ ეტაპზე თავშესაფარს გააჩნია ოფისი, საკარანტინე სათავსი, ვოლიერები, ვეტერინარული კაბინეტი, ცხოველების დასუფთავების სივრცე, გასასეირნებელი სივრცე (ღია ტერასა) და სხვა.

GSPSA მუდმივად აქვეყნებს თავშესაფარში ბინადარი ცხოველების ინფორმაციას მათი გაჩუქების მიზნით. იხილეთ გასაჩუქებელი ცხოველების ჩამონათვალი ამ ბმულზე.

გასაჩუქებელი ცხოველები

135935700c01 2167355936e0 cb7d2425b749 d7f1c8946152   

1779314_584434608319735_1516226528_n

 

2012-2013 წლებში „ბრიჯიტ ბარდოს ფონდის“ დაფინანსებით და ხელშეწყობით   GSPSA-მ   დაიწყო  სტერილიზაციის პროგრამა.

დამატებითი ინფორმაცია:
Géorgie… Urgence stérilisation !
G S P S A- ქუჩის ძაღლების სტერილიზაციის პროგრამა

 

2014 და 2015 წლებში თავშესაფარმა, როგორც ადრეულ წლებში გააგრძელა მუშაობა ტრავმირებული ქუჩის ცხოველების რეაბილიტაციაზე, ვეტერინარულ მომსახურებაზე და მათ გაჩუქებაზე.  ბოლო ერთი წლის მანძილზე თავშესაფარში მიღებულია 100-ზე მეტი უპატრონო ცხოველი. მათ შორის გარკვეული რაოდენობა გადმოყვანილია თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან პოსტოპერაციული პერიოდის, ვეტერინარული ზედამხედველობის და შემდგომი პროცედურების გასავლელად.

2018 წლიდან თავშესაფარში ამოქმედდა “დისტანციური პატრონაჟის” პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს GSPSA-ს ცხოველთა თავშესაფარში პირის მიერ შერჩეული ძაღლის დისტანციურ მეურვეობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ხდება კონკრეტული ძაღლის ოფიციალური „დისტანციური პატრონი”.

სამწუხაროდ საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბალი ცნობიერების, უპატრონო ქუჩის ცხოველებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების, ასევე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მძიმე მდგონმარეობის გამო  რეალურად ძალიან მცირეა თანხობრივი შემოწირულობების მიღება თავშესაფარში ბინადარი ცხოველების დასახმარებლად. შემოწირულობები არ აღემატება აუცილებელი ხარჯების 5-10 %-ს.  ორგანიზაციის მენეჯმენტი მუშაობს სხვადასხვა პროექტზე, რომ გაიზარდოს ორგანიზაციის შემოსავლები და პირველ რიგში თავშესაფარმა შეძლოს ფუნქციონირება. თავშესაფარს ეხმარებიან ორგანიზაციის წევრები და სხვა კეთილი ადამიანები.

თავშესაფრში ცხოველთა ბრუნვის სტატისტიკური მონაცემები  2018 წელი

თავშესაფრისათვის დახმარების განაცხადის ფორმა

ფინანსური დახმარება –  ფინანსური შემოწირულობის სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ GSPSA-ს ოფიციალურ საბანკო ანგარიშებზე ან გამოიყენოთ ალტერნატიული გზები.

შემოწირულობა

 

GSPSA-ს ოფიციალური გვერდი Facebook-ზე:   https://www.facebook.com/gspsa.org.ge/

 

 

 

იყავით გულმოწყალენი! დაეხმარეთ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავშესაფრის ბინადრებს! გაუწიეთ მფარველობა და გამოუძებნეთ მათ მფლობელები და მზრუნველები.

GSPSA Dog Shelter

GSPSA Dog Shelter

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ გამგეობის გადაწყვეტილებით ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე თავშესაფარში ბინადარი ცხოველების ჭარბი რაოდენობის გამო ამ ეტაპზე შეზღუდულია ცხოველების მიღება. მიიღება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ტრავმირებული ცხოველები. თავშესაფრის ხელმძღვანელობა გააგრძელებს  ცხოველების მიღებას მხოლოდ ამ საკითხების მოგვარების შემდეგ.