არაკომერციული რეგისტრირებული კავშირი (ასოციაცია) “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA დაფუძნდა 2006 წელს. კავშირი მოქმედებს საქართველოს კანონისა და საკუთარი წესდების საფუძველზე, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2006 წლის 18 ივლისის # 851 გადაწყვეტილებით.
ორგანიზაციის შექმნის და დაფუძნების იდეა მის იურიდიულ აღიარებამდე რამოდენიმე წლით ადრე არსებობდა. კავშირის იურიდიულ რეგისტრაციამდე სამი წლით ადრე კავშირის ამჟამინდელი წევრების ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა უსახლკარო ძაღლების თავშესაფარი, რომელშიც შემდგომში რამოდენიმე ასეულმა ცხოველმა დაიდო ბინა და მათი უმრავლესობა ჩაბარდა ცხოველების მოყვარულ, გულისხმიერ ადამიანებს. უპატრონო ცხოველების თავშესაფარი ამ ეტაპზედაც ფუნქციონირებს.
კავშირის მთავარი მიზანია საქართველოში ცხოველთა დაცვა და გადარჩენა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება და დაცვის მექანიზმის მოგვარება, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების შესწავლა და ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში მისი ასახვა.
იხილეთ სრული ვერსია: GSPSA მისია
“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ მთავარი მიზანია საქართველოში ცხოველთა უფლებების დაცვისათვის შესაბამისი კანონმდებლობის არსებობისათვის ბრძოლა, ამ სფეროში საერთაშორისო აქტების რატიფიცირება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ.
GSPSA-ს ურთიერთობები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან. ორგანიზაციას გაფორმებული აქვს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს სხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან.
2017 წლის აპრილიდან GSPSA მიიღო EVS აკრედიტაცია და რომლის თანახმად ის უმასპინძლებს უცხოელ მოხალისეებს თავშესაფარში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.