კომპანია “ზოომარტმა” დაასაჩუქრა ქალბატონი მარინა და GSPSA-ს თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლი

ზოომარტის ახალი ინიციატივის – #აიყვანეთავშესაფრიდან ფარგლებში 2019 წლის 23 მაისს კომპანია “ზოომარტის და მისი დამფუძნებლის, თორნიკე ელიზბარაშვილის მიერ დასაჩუქრდა ქალბატონი მარინა, რომელმაც GSPSA-ს (საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება) მიერ გაეწია  რეკომენდაცია, როგორც მზურნველ მეურვეს!

მას მანამდეც რამდენიმე ცხოველი ჰყოლია, მათ შორის ჯიშიანებიც, თუმცა დარწმუნებულია, რომ მიტოვებული ან უსახლკარო ცხოველისთვის ოჯახის ჩუქება ბევრად დიდი სიკეთე და ბედნიერებაა:

როგორც ქალბატონი მარინა ამბობს დაკარგული ოთხფეხა მეგობრის შემდეგ მიღებული სტრესი თავშესაფრიდან აყვანილმა ახალმა მეგობარმა შეუმსუბუქა.

“არაერთი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ჯიშიან ძაღლებს , სინამდვილეში კი ნებისმიერი ოთხფეხა მეგობარი სიყვარულს თანაბრად გასცემს, მინდოდა ოჯახი ერთით მეტ ცხოველს ჰქონოდა, რომელიც მომავალ პატრონს ელოდა, ის ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია” – მარინა ვართანოვა

 

კომპანია “ზოომარტის” ინიციატივის ფარგლებში  “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”- GSPSA-ს  რეკომენდაციით “ზოომარტის” მიერ ყოველთვიურად რამდენჯერმე საჩუქრდებიან შინაური ცხოველის პატრონები, რომლებმაც GSPSA-ს თავშესაფრიდან აიყვანეს თავისი ოთხფეხა მეგობარი და რეკომენდაცია გაეწიათ, როგორც მზრუნველ მეურვეებს.

“ზოომარტის” ინიციატივის #აიყვანეთავშესაფრიდან მიზანია ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ თავშესაფარში ქუჩიდან მოხვედრილი ან მიტოვებული ცხოველების გაჩუქებას, რადგან ვთვლით, რომ მეგობარს ჯიშის მიხედვით არ ირჩევენ და განსაკუთრებულ მზრუნველობას სწორედ ის ცხოველები საჭიროებენ, რომლებიც თავის მომავალ პატრონს წლობით ელიან.

თუ თქვენც გაქვთ სურვილი თავშესაფრიდან აიყვანოთ ძაღლი და მისი სახით უერთგულესი მეგობარი იყოლიოთ ესტუმრეთ GSPSA -ს ვებგვერდს – გასაჩუქებელი ცხოველები.