თბილისის მუნიციპალური მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორიონგის სააგენტოს” ახალი ხელმძღვანელობა GSPSA-ს თავშესაფარს ეწვია

2018 წლის 14 მარტს “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების” ტრავმირებულ ცხოველთა თავშესაფარს ესტუმრა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია და მისი გუნდი. ისინი გაეცვნენ თავშესაფარში არსებულ სიტუაციას და მზადყოფნა გამოთქვეს GSPSA-სთან ურთიერთანამშრომლობაზე.

ამავე დღეს GSPSA-ს თავშესაფარში თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან გადმოყვანილ იქნა ტრავმირებული მეტისი, რომელიც 8 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს დაზიანება (თბილისში მიუსაფარ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს). მძიმე მდგომარეობაში მყოფ ძაღლს პირველადი დახმარება აღმოუჩინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” ცხოველთა თავშესაფარმა, სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია, სამწუხაროდ წინა კიდურის ამპუტაცია გახდა საჭირო. ძაღლი სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის, GSPSA-ს თავშესაფარში.

GSPSA მადლობას მოახსენებს “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” ახალ ხელმძღვანელობას თბილისში ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხებისადმი მართებული მიდგომისათვის და მიუსაფარი ცხოველებისადმი განსაკუთრებული ჰუმანური დამოკიდებულებისათვის.

 

  

 

 

 

 

 

ამავე თემაზე:
TV Palitra

TV IMEDI