GSPSA-ს მიერ თბილისში იწყება ცხოველების გაჩუქების აქციები

2018 წლის 15 აპრილს 14:00 საათზე და შემდეგ ყოველ კვირა დღეს GSPSA – ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ინიციატივით და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” მხარდაჭერით განახლდება  ცხოველების  გაჩუქების პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები.

აქციებზე გამოყვანილები იქნებიან გასაჩუქებლად უპატრონო ლეკვები და კნუტები, ასევე მოზრდილი ცხოველებიც თავშესაფრიდან,  დროებითი შემფარებლებიდან და ქუჩიდან.

 

ცხოველების გაჩუქების პროგრამა – 2018 წელი

ადგილმდებარეობა:    საქართველო, თბილისი, ბუკიას ბაღი (პეკინის გამზირი, მეტრო პოლიტექნიკური)
ღონისძიების დრო:    2017 წლის 15 აპრილი, კვირა, 14:00 საათიდან 18:00 (შემდეგ ყოველ კვირა დღეს)

ორგანიზატორი:  ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA
მხარდაჭერა:  ქ. თბილისის მუნიციპალური მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო”
მონაწილე მხარე:         “ბუკიას ბაღის ცუგები / Bukia Park Doggies”-ს გუნდი (facebook)
Facebook:                      GSPSA – ცხოველების გაჩუქების პროგრამა / Animal Adoption Program
კონტაქტი:                    +995 593 322 159    info@gspsa.org.ge

GSPSA-ს მიერ უპატრონო ცხოველების გაჩუქების აქციები უკვე ტრადიციულად იმართება 2013 წლიდან.

 

2013 წელს გაჩუქდა 137 ცხოველი, 2014 წელს-113 ცხოველი, 2015 წელს – 14  ცხოველი (2015 წელს აქციები შეწყდა თბილისში მომხდარი სტიქიის გამო), 2016 წელს – 187 ცხოველი და 2017 წელს – 46 ცხოველი. უპატრონო ცხოველებმა შეიძინეს სახლი და პატრონი, ხოლო კეთილმა ადამიანებმა კი მეგობარი.   GSPSA-ს ეგიდით ქალაქში ჩატარებული აქციების მეშვეობით ხუთი წლის მანძილზე გაჩუქდა 497 უპატრონო ცხოველი, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობისათვის და პოპულაციის მართვისათვის.

გელოდებით აქციებზე!

საქართველო, თბილისი, ბუკიას ბაღი, პირველი აქცია – 2018 წლის 15 აპრილი, 14:00 საათი!

2017 წელს ჩატარებული აქციების გალერეა:

This slideshow requires JavaScript.