GSPSA-ს მფლობელობიდან ცხოველთა გასხვისება (გაჩუქება) ხდება მხოლოდ მომავალი მფლობელის განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ინდივიდუალურად ღებულობს გადაწყვეტილებას ამა, თუ იმ მსურველზე ცხოველის გაჩუქების თაობაზე. ცხოველის ინდივიდუალური თვისებებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია აფორმებს ცხოველის მომავალ მფლობელთან შეთანხმების დოკუმენტს. ცხოველის მჩუქებელი ვალდებულია შეასრულოს შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის შემთხვევაში GSPSA უფლებას იტოვებს ცხოველი ჩამოართვას მფლობელს, დაიბრუნოს უკან და მოსთხოვოს ყოფილ მფლობელს ზარალის ანაზღაურება. ახალი მფლობელი ვალდებულია მზრუნველობა გამოიჩინოს ცხოველის მიმართ და მისცეს ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელობას პერიოდულად ცხოველის შესახებ. ცხოველის გაჩუქებამდე GSPSA-ს (მის უფლებამოსილ წარმომადგენელს) უფლება აქვს წინასწარ დაათვალიეროს ცხოველის მომავალი პატრონის (მისი თანხმობით) საყოფაცხოვრებო პირობები, ცხოველის განსათავსებელი ადგილი და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება.
ცხოველის მომავალი პატრონი (მსურველი) ვალდებულია შეავსოს ცხოველის ცხოველის აყვანის განაცხადის ელექტრონული ფორმა. ფორმის შევსების და გადმოგზავნის შემთხვევაში GSPSA მიიღებს ცხოველის გაჩუქების გადაწყვეტილებას განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღის განმავლობაში.
ცხოველის აყვანის განაცხადის ფორმა.
ცხოველები არ ჩუქდებიან და ცხოველის პატრონის სტატუსი არ ენიჭებათ:
- 16 წლამდე ასაკის პირზე, მისი მშობლების ან მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე;
- იმ, პირებზე, რომლებსაც ამ ცხოველის აყვანამდე საკუთარი ცხოველი ჰყავთ ჩაბარებული თავშესაფარში სხვადასხვა მიზეზის გამო;
- იმ პირებზე, რომლებმაც დაჰკარგეს თავისი უყურადღებობით საკუთარი ცხოველი;
- იმ პირებზე, რომლებსაც არ აქვთ ცხოველისათვის შესაბამისი საარსებო ყოფითი და მატერიალური საშუალება;
- და სხვა ობიექტური პირობების არსებობისას.