ქუთაისში ჩამომხვრჩალი ძაღლი იპოვეს

2019 წლის 4 აგვისტოს ქუთაისში, კერძოდ ჭომაში პიროვნებამ აღმოაჩინა ჩამომხვრჩალი ძაღლი, რომელიც ხეზე თოკით იყო ჩამოკიდებული.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ვიდეო მასალა გავრცელდა სოციალურ ქსელში Fasecook-ის მეშვეობით.

როგორც ცნობილია, ფაქტის შესახებ იმავე დღეს ეცნობა სამართალდამცავ უწყებებს, რასაც შემდგომში მოჰყვა ექსპერტ კრომინალისტების და საპატრულო პოლიცის დანაშაულის ადგილაზე გასვლა. ადგილიდან აღებულია სინჯები, ძაღლის გვამი გადატანილია ექსპერტიზაზე, ხოლო პიროვნება, რომელმაც გადაიღო ვიდეო დაიკითხა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ცხოველებისადმი სისასტიკის გამოვლინებებმა საკმაოდ იმატა. დასჯილი ჯერ-ჯერობით სამწუხაროდ არავინაა, რაც მოწმობს იმას, რომ “გამკაცრებული” კანონი სათანადოდ ვერ მუშაობს, რადგან მისი აღსრულების ფაქტები არ ფიქსირდება.