თანაგრძნობას შეუძლია გაიმარჯვოს ჩაგვრაზე – ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე

 

10 დეკემბერი ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღეა. ცნობიერების ამაღლების დღე, დედამიწაზე ყველა მგრძნობიარე არსების სიცოცხლის უფლების და იმ საშინელი პირობების შესახებ, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად ვუქმნით მათ. ისინი გრძნობენ, ფიქრობენ და რეაგირებენ ისევე, როგორც ადამიანები. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ და უზრუნველვყოთ მათი უფლებების აღიარება. იყავი ხმა უხმოებისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს!

1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო და გამოაცხადა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რათა თავიდან აეცილებინათ მეორე მსოფლიო ომი და საკონცენტრაციო ბანაკების საშინელების განმეორება. მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დათმობის გარეშე აღიარებით, შეიძლება არსებობდეს მსგავსი ტრაგედიების დასრულების და განმეორების თავიდან აცილების შანსი. ამრიგად, გაერომ განაცხადა, რომ ადამიანისადმი პატივისცემა და ღირსება არის „საფუძველი თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობისათვის მსოფლიოში“.

რამდენიმე წლის წინ, მთელი მსოფლიოდან ინდივიდებმა, ორგანიზაციებმა და ასოციაციებმა მოითხოვეს, რომ ეს მიდგომა გავრცელებულიყო სხვა ცხოველებზეც, რომლებთანაც ჩვენ პლანეტას ვიზიარებთ და 10 დეკემბერი ასევე უნდა გამხდარიყო ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე. მილიარდობით სხვა სენტიმენტალური არსება – რომელსაც შეუძლია ჩვენნაირად შეგრძნება და აზროვნება – ყოველწლიურად ადამიანების მხრიდან ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება, რადგან ისინი  იმ სახეობების შემადგენელი ნაწილი არიან, რომლებიც ჩვენ “დავიქვემდებარეთ”. მილიარდობით ძროხა, ღორი, ცხვარი, ქათამი, თევზი, კურდღელი, თხა, ვირთხა, ცხენები, ვირები, აქლემები, ძაღლები, კატები, იხვები, ინდაურები, ბატები და ზღვის არსებები, რომლებიც ყოველწლიურად იტანჯება და იღუპება ჩვენი ეგოცენტრული დამოკიდებულებების გამო.

ეს დღე არის შესაძლებლობა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თავისუფლება, სამართლიანობა და ღირსება ინკლუზიური ტერმინებია, რადგან ტანჯვა და ცხოვრების სურვილი არ შემოიფარგლება კონკრეტული რასით, სქესით, სოციალური მდგომარეობით … ან სახეობებით.

1970 წელს, გაეროს მიერ ადამიანის უფლებების დეკლარაციის მიღებიდან 22 წლის შემდეგ, და უფრო მეტიც, სამი ათწლეულის წინ, შეიქმნა ტერმინი “Speciesism”(სახეობიზმი), რათა ხაზი გაესვათ სენტიმენტალური არსებების დისკრიმინაციაზე იმ სახეობების გამო, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან. ადამიანები ვთვლით, რომ პლანეტის სხვა მაცხოვრებლები, სხვა ცხოველები დაქვემდებარებულნი არიან ჩვენზე და მათი გამოყენება შეგვიძლია ისე, როგორც მოვისურვებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბეწვით ან ბუმბულით დაიბადნენ, ეს სხვაგვარი სახეების მიმართ ირაციონალური და უსამართლო დამოკიდებულებაა.

ცხოველები არიან მგრძნობიარეები! მათ გააჩნიათ ნერვული სისტემა, ტვინი და შესაბამისად გრძნობები!

2011 წლის მანიფესტი მადრიდი, ესპანეთი, ასე აღინიშა ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე.

 

მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ:

ადამიანს შეუძლია სრულფასოვანი ცხოვრევრება ისე, რომ პლანეტის სხვა მაცხოვრებლებს ზიანი არ მიაყენოს. ამისთვის საჭიროა ადამიანების ამჟამინდელი მსოფლმხედველობის ცვლილება უარი ვთქვათ ცხოველური პროდუქტების მოხმარებაზე, როგორც სისასტიკის პროდუქტზე.

ეს დღე ახსენებს ადამიანებს, როგორც ინტელექტუალ არსებებს, რომ თანაგრძნობას შეუძლია გაიმარჯვოს ჩაგვრაზე, ადამიანი იყოს ნაკლებ ეგოცენტრული და იზრუნოს პლანეტასა და მის სხვა სრულუფლებიან მაცხოვრებლებზე!