10 დეკემბერი – ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე

10 დეკემბერი ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღეა, რომელიც დაწესდა 1998 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ხელმოწერის 50-ე იუბილეზე.

ეს თარიღი აირჩია ცხოველთა უფლებების ასოციაციამ “Uncaged”, მათ განმარტეს რომ რადგან ცხოველებს არ შეუძლიათ ხმის მიცემა, პროტესტის გამოხატვა ან საკუთარი უფლებების ლობირება, მათ მაგივრად ეს უნდა გააკეთოს ადამიანმა. ამ თარიღზე არჩევანი მიზანმიმართულად გაკეთდა, რადგან 10 დეკემებრი ასევე ადამიანთა უფლებების დაცვის დღეა, რომელიც 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს ეროვნულმა ანსამბლეამ მიიღო. გამოაცხადა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რათა თავიდან აეცილებინათ მეორე მსოფლიო ომი და საკონცენტრაციო ბანაკები. მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დათმობის გარეშე აღიარებით, შეიძლება არსებობდეს მსგავსი ტრაგედიების დასრულების და განმეორების თავიდან აცილების შანსი. ამრიგად, გაერომ განაცხადა, რომ ადამიანისადმი პატივისცემა და ღირსება არის „საფუძველი თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობისათვის მსოფლიოში“.

„ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაცია“  (Universal Declaration of Animal Rights) იქნა წარდგენილი  1977 წლის 23 სექტემებერს, ლონდონში, ცხოველთა უფლებების საერთაშორისო ლიგის მიერ, 1978 წლის 15 ოქტომბერს კი ის პარიზში, იუნესკოს შტაბში მიიღეს. მსოფლიოში ცხოველებისადმი სასტიკი დამოკიდებულების გამო გახდა დეკლარაციის მიღების აუცილებლობა. დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან და ყოველი მათგანი მოითხოვს აუცილებელი პირობების შექმნას ცხოველებისთვის, მათდამი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ადამიანი ვალდებულია შეუწყოს ხელი ცხოველების პოპულაციების შენახვას და გამრავლებას, მან უნდა აღკვეთოს ყველანაირი სახის აგრესია ცხოველების მიმართ.

გერმანია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა რომლის კონსტიტუციაში გარანტირებულია ცხოველთა უფლებები. ინგლისში დღესაც ცხოველთა დაცვის უფლება ხორციელდება ჯერ კიდევ 1911 წელს მიღებული კანონის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს პატრონებს იურიდიულ პასუხისმგებლობას თავიანთი შინაური ცხოველების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოვლის პირობებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატები ცნობილია თავისი მრავალრიცხოვანი აქციებით, რომლებიც მიმართულია ცხოველთა უფლებების დასაცავად.

მართალია ბევრ ქვეყანაში არსებობს კანონები, რომელთა თანახმად მოქალაქეები აგებენ პასუხს ცხოვლების მიმართ ჩადენილი ქმედებისთვის, თუმცა ჯერ კიდევ დიდია იმ სახელმწიფოების რიცხვი, სადაც ცხოველებს აღიქვამენ, როგორც საგანს, ან ბიოლოგიურ ობიექტს, დასჯა კი სიმბოლური სახისაა ან საერთოდ არ არსებობს. სამწუხაროდ, საქართველო ამ ქვეყნების რიცხვშია, ცხოველების უფლებები ფაქტობრივად არ არსებობს

საქართველოში საზოგადოების მხრიდან ცხოველთა უფლებებისადმი ინტერესი მცირეა, რაც გამოწვეულია რიგი ფატორებით. ქვეყანაში არსებული მდგომრეობა ცხადჰყოფს, რომ აუცილებელია საკანანომდებლო დონეზე შემუშავდეს ისეთი სახის მოქმედი რეგულაციები, რომლებიც ცხოველებს მიანიჭებს უფლებებს და დაიცავს მათ ადამიანების სასტიკი ქმედებებისგან. რა თქმა უნდა მხოლოდ დოკუმენტის არსებობა არ არის საკმარისი, საჭიროა, როგორც კონტროლის განხორციელება, ასევე პასუხისმგებლობის არსებობა ცხოველისადმი განხორციელებული არასათანადო ქმედებისთვის.

მსოფლიოში 10 დეკემბერს იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელთა მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, ასევე იმ ქვეყნებში, სადაც ცხოველთა უფლებებს უგულებელყოფენ, არასათანადოდ ექცევიან და უმოწყალოდ კლავენ 10 დეკემბერს სიმბოლურად ანთებენ სანთლებს.

ეს დღე არის შესაძლებლობა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თავისუფლება, სამართლიანობა და ღირსება ინკლუზიური ტერმინებია, რადგან ტანჯვა და ცხოვრების სურვილი არ შემოიფარგლება კონკრეტული რასით, სქესით, სოციალური მდგომარეობით, ან სახეობებით.

გვახსოვდეს, რომ ყველა ცოცხალი არსება ვიზიარებთ ერთ სახლს, პლანეტა დედამიწას და ყველანი ერთი დიდი ეკოსისტემის ნაწილი ვართ. ჩვენი არსებობა დამოკიდებულია გარემოზე, რომელშიც თანავარსებობთ სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან ერთად, შესაბამისად ჩვენ როგორც ინტელექტუალურმა არსებებმა უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ირგვლივ მყოფ არსებებზე და გავუფრთხილდეთ სიცოცხლის იმ ფორმით არსებობას, რომელიც დღეს ჩვენთვის არის ცნობილი.