საგარეჯოში სასტიკად მოკლული ძაღლი იპოვეს.

საგარეჯოში, ცენტრალურ საავტომობილო გზასთან, იპოვეს ძაღლი, რომელსაც სავარაუდოდ კიდურები მოაჭრეს და ცეცხლი წაუკიდეს.

მედეა მეგი ლომსაძის მიერ 2019 წლის 15 ივლისს  სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ინფორმაცია ვიდეო მასალის თანხლებით სადაც ასახულია დამწვარი ძაღლი მოჭრილი კიდურებით.

როგორც “ექსპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს “პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე ფაქტის შესწავლა დაიწყო და ამ დროისთვის მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვები”.

წყარო: expressnews.com