კიდევ ერთი დახმარება დანიელი მეგობრებისგან

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების”- GSPSA  დანიელი მეგობრების, ქ-ნი ლაურა მომესა და პატრიცია მაია ანდერსენისა ინიციატივით GSPSA თავშესაფრის დასახმარებლად კიდევ ერთი წამოწყება იგეგმება – 2017 წ ივლისში DIGU  (Dansk Indsamling til Gadehunde i Udlandet – დანიელი ხალხის დახმარება ქუჩის ცხოველებს საზღვარგარეთ) ფიქრობს, მოაწყოს საქველმოქმედო კონცერტი GSPSA თავშესაფრის ბინადრებისა და უპატრონო ცხოველების მხარდასაჭერად.

  

GSPSA მოუთმენლად ელოდება კონცერტის თაობაზე სიახლეებს.

GSPSA ასევე დიდ მადლობას უხდის DIGU-ს 2017 წლის მაისში განხორციელებული შემოწირულობისათვის – როგორც ფულადი, ისე დანიაში შეგროვებული ნივთებისათვის, რომლებიც თავშესაფრის ბინადრებს ასე სჭირდებათ.

 

GSPSA მოხარულია დანიელი მეგობრების მხარდაჭერით და ცხოველების სახელით ყველას, ვინც ეხმარება GSPSA და საქართველოს უპატრონო ცხოველებს, უცხადებს მადლობას – პირველ ყოვლისა, ქ-ნ ლაურა მომესა და პატრიცია მაია ანდერსენს, DIGU-სა და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა მიუსაფარი ცხოველების ბედი!

 

ამავე თემაზე:

დანიელი მეგობრების დახმარება GSPSA-ს თავშესაფარს

დახმარება GSPSA-სა და გორის მიუსფარ ცხოველთა თავშესაფარს