GSPSA

კიდევ ერთი დახმარება დანიელი მეგობრებისგან

30 მაისი 2017

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების"- GSPSA  დანიელი მეგობრების, ქ-ნი ლაურა მომესა და პატრიცია მაია ანდერსენისა ინიციატივით GSPSA თავშესაფრის დასახმარებლად კიდევ ერთი წამოწყება იგეგმება - 2017 წ ივლისში DIGU  (Dansk Indsamling til Gadehunde i Udlandet – დანიელი ხალხის დახმარება ქუჩის ცხოველებს საზღვარგარეთ) ფიქრობს, მოაწყოს საქველმოქმედო კონცერტი GSPSA თავშესაფრის ბინადრებისა და უპატრონო ცხოველების მხარდასაჭერად.

  

GSPSA მოუთმენლად ელოდება კონცერტის თაობაზე სიახლეებს.

GSPSA ასევე დიდ მადლობას უხდის DIGU-ს 2017 წლის მაისში განხორციელებული შემოწირულობისათვის - როგორც ფულადი, ისე დანიაში შეგროვებული ნივთებისათვის, რომლებიც თავშესაფრის ბინადრებს ასე სჭირდებათ.

 

GSPSA მოხარულია დანიელი მეგობრების მხარდაჭერით და ცხოველების სახელით ყველას, ვინც ეხმარება GSPSA და საქართველოს უპატრონო ცხოველებს, უცხადებს მადლობას - პირველ ყოვლისა, ქ-ნ ლაურა მომესა და პატრიცია მაია ანდერსენს, DIGU-სა და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა მიუსაფარი ცხოველების ბედი!

 

ამავე თემაზე:

დანიელი მეგობრების დახმარება GSPSA-ს თავშესაფარს

დახმარება GSPSA-სა და გორის მიუსფარ ცხოველთა თავშესაფარს


 

 

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram