2014 წლის აპრილიდან თბილისის ზოოპარკში განახლდა თავშესაფრებიდან შინაური ცხოველების გაჩუქების ღონისძიებები

2014 წლის 6 აპრილიდან „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” და ქ.თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სააგენტოს შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის ერთობლივი გადაწყვეტილებით განახლდა თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე თავშესაფრებიდან შინაური ცხოველების (ძაღლი და კატა) გაჩუქების ღონისძიებები.

  ცხოველების გაჩუქების პროგრამა

2014 წლის 6 აპრილს პირველ ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს GSPSA – სა და მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა, წევრებმა და მოხალისეებმა. აღნიშნული ღონისძიება „უპატრონო ცხოველების გაჩუქება” მნიშვნელოვანია, როგორც ცხოველთა კეთილდღეობისათვის, ასევე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით.

2013 წელს თბილისის ზოოპარკში ჩატარდა 23 ღონისძიება. გაჩუქდა თავშესაფრებიდან მოყვანილი 137 უპატრონო ლეკვი და კნუტი (130 ლეკვი, 7 კნუტი). გაჩუქებული ცხოველების უმრავლესობა ცხოველთამოყვარულებმა იჩუქეს და ოჯახებში წაიყვანეს.

2014 წლის 6, 13 და 19 აპრილს ჩატარდა პირველი სამი ღონისძიება და საერთო ჯამში გაჩუქდა 21 ლეკვი. ღონისძიებები სისტემატიურად მოეწყობა თბილისის ზოოპარკში ყოველ კვირა დღეს 12:00 საათიდან.

ცხოველების გაჩუქების პროგრამის ორგანიზატორია:

1. „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA.

2. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო (შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტი);

იდეის ავტორია GSPSA-ს თავმჯდომარე ქალბატონი ადელინ მირეი სანგ.

ხელშემწყობი პირი: თბილისის ზოოპარკი – https://www.facebook.com/TbilisiZoo,  კომპანია ინვეტი – http://www.invet.ge/en/index.php

2014 წლის ღონისძიების ფოტომასალა

 

 

2013 წლის ღონისძიებების ფოტომასალა