GSPSA-მ 2014 წლის 4 აპრილს წერილობით მიმართა ხელისუფლებას საქართველოში ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის, ცხოველთა დაცვის ევროპის კონვეციის რატიფიცირების და ცხოველთა დაცვის სფეროში ქვეყნის შიდა საკანონმდებლო აქტების მიღების, დამატების და გამკაცრების მოხოვნით

ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – მ 2014 წლის 4 აპრილს, უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღეს სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის ბატონი გიორგი მარგველაშვილის, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის სახელზე საქართველოში ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის, ცხოველთა დაცვის ევროპის კონვეციის რატიფიცირების და ცხოველთა დაცვის სფეროში ქვეყნის შიდა საკანონმდებლო აქტების მიღების, დამატების და გამკაცრების მოხოვნით.

მიმართვა (პეტიცია) გავრცელდა ასევე სოციალური ქსელით  CARE2 petition site – ს საშუალებით.

Urge Georgian government Ratification of International Declaration of Animal Rights

 

 

GSPSA წერილობით მიმართვაში ხელისუფლების სახელზე აღნიშნავს:

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება უყურადღებოდ არ დატოვებს ამ მიმართვას და არ გაიმეორებს წლების მანძილზე დაშვებულ შეცდომებს, რომლებმაც შედეგად გამოიღო ცხოველთა პოპულაციის დესტაბილიზაცია, დაავადებების უკონტროლობა, არაბუნებრივი მიგრაცია, ცალკეულ სახეობათა გადაშენება, უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის გაზრდა და მომეტებული აგრესიულობა, სახელმწიფო თანხების არასწორი ხარჯვა, მოსახლეობის ცხოველთა მოყვარული ინტელექტუალური ნაწილის გაუცხოება და იმედგაცრუება, ცხოველთა მასობრივი და სისტემატური განადგურება სასტიკი და მიუღებელი მეთოდებით. ‘საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ საქართველოს ხელისუფლებისგან და პარლამენტისგან მოვითხოვთ:

• ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის რატიფიცირებას
• ცხოველთა დაცვის ევროპის კონვეციის რატიფიცირებას
• ქვეყნის შიდა საკანონმდებლო აქტების მიღებას, დამატებას და გამკაცრებას ცხოველთა დაცვის სფეროში

მოვითხოვთ, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ, სამინისტროებმა და მუნიციპალიტეტებმა მიიღონ სწორი და კომპეტენტური გადაწყვეტილება ცხოველთა პოპულაციების მართვასთან დაკავშირებით, რაც საფუძველს შექმნის ადგილობრივი, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსური, პროფესიული და მორალური მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას.“

მიმართვის სრული ტექსტი გადაეგზავნებათ ასევე საქართველოსა და უცხოეთის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს, საქართველოში და უცხოეთში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, საკონსულოებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სხვა ადმინისტრაციული რეგიონების ხელისუფლებას.

 GSPSA - ის მიმართვა - GEO      GSPSA - ის მიმართვა - ENG