კომპანია “ზოომარტმა” ამერიკელი სტუდენტი და თავშესაფრიდან მის მიერ აყვანილი ძაღლი დაასაჩუქრა

2019 წლის 19 მარტს განსაკუთრებული და განსხვავებული დაჯილდოება იყო.  ამ დღეს კომპანია “ზოომარტმა” GSPSA-ს რეკომენდაციით დააჯილდოვა  ახალგაზრდა ამერიკელი ქალბატონი არიანა იოლანდა რუიზ,  რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ GSPSA-ს თავშესაფარში ბინადარი სამფეხა ძაღლი “სუზი” იჩუქოს და წაიყვანოს თავის სახლში ამერიკაში.

2019 წლის 19 მარტს კომპანია ზოომარტის მიერ GSPSA -ს რეკომენდაციით არიანა მისი ერთგული მეგობრის ამერიკაში გასამგზავრებლად საჭირო სპეციალური გადამზიდი კონტეინერით დასაჩუქრდა.

კომპანია “ზოომარტის” ინიციატივის ფარგლებში  და “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”- GSPSA-ს  რეკომენდაციით “ზოომარტის” 2019 წლის თებერვლიდან ხდება იმ ცხოველების პატრონების დასაჩუქრება, რომლებმაც GSPSA-ს თავშესაფრიდან აიყვანეს თავისი ოთხფეხა მეგობარი და რეკომენდაცია გაეწიათ როგორც მზრუნველ მეურვეებს.  “ზოომარტის” ინიციატივის #აიყვანეთავშესაფრიდან მიზანია ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ თავშესაფარში ქუჩიდან სხვადასხვა მიზეზით მოხვედრილი ან მიტოვებული ცხოველების გაჩუქებას, რადგან ვთვლით, რომ მეგობარს ჯიშის მიხედვით არ ირჩევენ და განსაკუთრებულ მზრუნველობას სწორედ ის ცხოველები საჭიროებენ, რომლებიც თავის მომავალ პატრონს წლობით ელიან.

სუზის ისტორია:

სუზი სამფეხა ახალგაზრდა ძაღლია, რომელიც  2018 წლის  29 აგვისტოს  GSPSA-ს თავშესაფარში დასავლეთ საქართველოს რეგიონიდან იქნა მიღებული. ძაღლს აღენიშნებოდა  უკანა ფეხის მძიმე დაზიანება, რის გამოც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა  ფეხის  შენარჩუნება  და   ჩაუტარდა უკანა დაზიანებული კიდურის ამპუტაციის ოპერაცია..  ის  სამი  ფეხით დადის, დარბის და თამაშობს. ძაღლი  არის ძალიან მოსიყვარულე, ხალისიანი  და თბილი ხასიათის. ადვილად ადაპტირებს ცხოველებთან და ადამიანებთან  (დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ –http://gspsa.org.ge/suzie-mongrel-1/) .

არიანა და სუზი

არიანა იოლანდა რუიზ (Arianna y Ruiz) თბილისში 2019 წლის 10 იანვარს სასწავლო ვიზიტით სანდიეგოს უნივერსიტეტში (SDSU Georgia) აშშ-დან ჩამოვიდა.  GSPSA-ს  თავშესაფარში მოხალისეობისას გადაწყვიტა, რომ თავშესაფარში ბინადარი სამფეხა სუზი იშვილოს და ამერიკაში წაიყვანოს.  სუზის განსაკუთრებით შეუყვარდა არიანა, რომელიც მას ხშირად ასეირნებს, ეფერება და გემრიელი საკნატუნო საკვები მოაქვს მასთან.

არიანა ყველა ძაღლის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ის ძალიან განიცდის ხეინბარი და ტრავმირებული ძაღლების ბედს. მისი გადაწყვეტილება არის მისასალმებელი და მისაბაძი.

 

“სამშობლოსგან ასე შორს სასწავლებლად წამოსვლის სტრესი სუზიმ შემიმსუბუქა, ის საქართველოში ყოფნის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია ჩემთვის” – ამბობს არიანა

 

კომპანია ზოომარტმა საკუთარ საითში გამოაქვეყნა სტატია და არიანასთან ინტერვიუ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სიმონეთში ნაპოვნი სამფეხა ძაღლი აშშ-ში ამერიკელ სტუნდენტთან ერთად მიემგზავრება – #აიყვანეთავშესაფრიდან

არიანა იოლანდა რუიზ  თბილისში  2019 წლის 10 იანვარს სასწავლო ვიზიტით  სანდიეგოს უნივერსიტეტში (SDSU Georgia) აშშ-დან ჩამოვიდა. GSPSA -ს თავშესაფარში მივიდა მოხალისედ და გადაწყვიტა, რომ მისი ბინადარი სამფეხა სუზი ამერიკაში წაიყვანოს.

19 მარტს კომპანია ზოომარტის და მისი დამფუძნებლის, თორნიკე ელიზბარაშვილის მიერ სუზის ამერიკაში გასამგზავრებლად საჭირო სპეციალური გადამზიდით დასაჩუქრდა არიანა, რომელმაც GSPSA -ს თავშესაფრიდან სუზი აიყვანა.

ჩვენ გადავწყვიტეთ უკეთ გაგვეცნო არიანა და მისი შეხედულებები ამ სამაგალითო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

შეკითხვა: რატომ გადაწყვიტეთ თავშესაფრიდან ძაღლის აყვანა?

როგორც კი საქართველოში ჩამოვედი მაშინვე ბევრი უსახლკარო ძაღლი შევამჩნიე, რამაც ერთ-ერთის აყვანა გადამაწყვეტინა. აშშ-ში დაბრუნებისას ძაღლის აყვანას ვგეგმავდი, თუმცა აღმოვაჩინე GSPSA. როგორც კი სუზის შევხვდი ის ერთი ნახვით შემიყვარდა და გადავწყვიტე სწორედ ის ამეყვანა.

შეკითხვა:  თუ პიროვნება ვერ ახერხებს შინაური ცხოველის თავშესაფრიდან აყვანას, როგორ ფიქრობთ რითი შეიძლება შეიტანოს წვლილი?

თუ პიროვნება ვერ ახერხებს ძაღლის აყვანას, მან მოხალისეობა ადგილობრივ თავშესაფარში უნდა ცადოს. ძაღლებს ძალიან ახალისებთ ადამიანებთან სოციალიზაცია. ამერიკაში კატების ერთ-ერთ თავშესაფარში მოხალისე ვიყავი, სადაც ჩვენს საქმიანობას მხოლოდ მათი მოფერება წარმოადგენდა. ყოველთვის, როცა GSPSA-ს თავშესაფარში მივდივარ ყველა ძაღლი სიხარულით ჩემსკენ გამორბის და ყურადღებას ითხოვს, ეს კი მატ ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. თუ ადაამიანს მოხალისეობა არ შეუძლია, ვფიქრობ ცხოველების დახმარება მათ საკვებით და სათამაშოებით შეუძლიათ.

შეკითხვა:  ადრე თუ გყოლიათ შინაური ცხოველი? რა ადგილი უკავია ოჯახში თქვენს ახალ მეგობარს?

ცხოველები მანამდეც მყოლია აშშ-ში ჩემს ოჯახს 1 ჩიხუახუა და 2 ჩიტი ჰყავთ. თუმცა ძალიან მალე საცხოვრებლად ცალკე გადასვლას ვგეგმავ და სუზის წყალობით მარტო ცხოვრება აღარ მომიწევს. სახლი ძალიან ცარიელია ერთგული მეგობრის გარეშე. როდესაც სუზის შევხვდი, მაშინვე შემიყვარდა, ის ძალიან ცელქია და ძალიან უყვარს ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ ჩემს გვერდიტ ბალახზე დაჯდომა. სამშობლოსგან ასე შორს სასწავლებლად წამოსვლა სტრესული იყო, ეს ყველაფერი კი სუზიმ ძალიან შემიმსუბუქა. ის საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია ჩემთვის.

შეკითხვა:  თავშესაფარში მცხოვრები ცხოველები ადამიანების კეთილ ნებას ელოდებიან….. რას ეტყოდით იმ ხალხს, ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობს ცხოველის თავშესაფრიდან აყვანაზე?

თუ პიროვნება ყოყმანობს ძაღლის თავშესაფრიდან აყვანას, მათ ვურჩევ საკუთარ თავს 2 კითხვა დაუსვან: შემიძლია გავწვდე ძაღლის ყოლას? მაქვს თუ არა დრო, რომ მათთან ერთად გავატარო? თუ პასუხი არის კი, ვფიქრობ უნდა აიყვანოთ ძაღლი. გარდა სტრესის შემსუბუქებისა მათ სახლის დაცვა და საუკეთესო მეგობრობა შეუძლიათ. ძაღლის აყვანა არა მარტო გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას, არამედ მათ უკეთესი ცხოვრების შანსს მისცემს.


 

თუ თქვენც გაქვთ სურვილი თავშესაფრიდან აიყვანოთ ძაღლი და მისი სახით უერთგულესი მეგობარი გყავდეთ, ესტუმრეთ GSPSA -ს ვებგვერდსგასაჩუქებელი ცხოველები.