GSPSA-ს ცხოველთა თავშესაფარზე განხორციელდა თავდასხმა

100_2580

2016 წლის 04 ივნისს,  დღის პირველ ნახევარში ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” ვეტერინარულ-სარეაბილიტაციო ცენტრში (ცხოველთა თავშესაფარში), რომელიც მდებარეობს თბილისში, ნუცუბიძის ფერდ., მე-2 მ/რ-ში, ცხოველთამოძულე ადამიანის მიერ მოხდა თავშესაფრის სარკმელების დაზიანება-დამტვრევა და ცხოველების ვოლიერების და გასასეირნებელ სივრცეში ბეტონის ნატეხების შემოყრა სავარაუდოდ ცხოველების ფიზიკურად დაზიანების მიზნით.  აღნიშნული კრიმინალური ფაქტი მოხდა მაშინ, როდესაც თავშესაფარში არ იმყოფებოდა მომსახურე პერსონალი, რომლებიც გასულები იყვნენ ცხოველების საკვების მოსატანად. თავშესაფარში დაბრუნებულ თანამშრომლებს ვოლიერებიან სივრცეში, სადაც იმყოფებოდნენ ძაღლები, დახვდათ იატაკზე მობნეული შუშის ნატეხები და გარედან შემოგდებული ქვები.  აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. პოლიციის მიერ დადგენილი იქნა პირი გ. მოსიაშვილი, რომელმაც აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება, კერძოდ, რომ მან ქვები დაუშინა ცხოველთა თავშესაფარს, ჩაამტვრია სარკმელები, რითაც დაზიანა ორგანიზაციის ქონება.

საპატრულო პოლიციის მიერ გამოძახებული იქნა კრიმინალისტური სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც დაათვალიერეს თავშესაფარი, გადაიღეს ფოტომასალა და შესაბამისი წესით ამოიღეს ნივთმტკიცებულებები. კანონის თანახმად საქმე გადაეგზავნა პოლიციის შესაბამის საგამოძიებო სამსახურს. GSPSA-ს თავმჯდომარემ თეიმურაზ წიქორიძემ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და მოითხოვა აღნიშნული ფაქტის გამოძიება, დამნაშავის დადგენა და მის მიმართ კანონის მაქსიმალური სიმკაცრის გამოყენებით ბრალის წაყენება. დანაშაულის ჩამდენი პირს ჩამოართვეს ჩვენება. GSPSA-ს თავმჯდომარის განმარტებით აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიზანს წარმოადგენდა ამ პირის მიერ ცხოველების ჯანმრთელობის დაზიანება, რაც შესაძლებელია დასრულებულიყო სიკვდილითაც. ამავე დროს არ არის გამორიცხული, რომ დიდი ზომის ქვების სროლის შედეგად დაზიანებაც მიეღო თავშესაფრის თანამშრომელსაც. საბედიეროდ ცხოველებს არ აღენიშნებათ რაიმე დაზიანება ან ტრავმა.

GSPSA-ს თავმჯდომარე პარალელს ავლებს ამ ფაქტსა და 04 მაისს ამავე დასახლებულ პუნქტში ცხოველისადმი სასტიკი ქმედების ფაქტს შორის (მიკედლებული ძაღლის ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრის ფაქტი) და არ გამორიცხავს, რომ ერთი თვით ადრე მიკედლებული ძაღლის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოხდა დაზიანება იგივე პირის მიერ, ან მისი დავალებით. GSPSA-ს თავმჯდომარე უახლოეს დღეებში მიმართავს პროკურატურას აღნიშნულ საქმეებზე მაქსიმალური კონტროლის განხორციელების მოთხოვნით.

  100_2557 100_2558    

100_2580  100_2575

100_2609  100_2593

100_2565  100_2554

100_2553  100_2561

100_2556  100_2555