10 000 აქლემის დახოცვით გადაჭრის ავსტრალია პრობელმას?

მთავარ მიზეზებად სახელდება ის, რომ ფართომასშტაბიანი ხანძრებისა და გვალვის გამო აქლემები ძალიან ბევრს წყალს სვამენ და წყლის მოსაპოვებლად ათასგვარ ხერხს მიმართავენ.

როგორც იუწყებიან 10 000 აქლემის დახოცვა 5 დღის განმავლობაში მოხდება. მოკლულ ცხოველებს კი დაწვავენ.

ვსტრალიის იმ შტატებში, სადაც ფართომასშტაბიანი ხანძრები მძვინვარებს, ჰაერი უკიდურესად დაბინძურებულია, რასაც თან ერთვის აქლემების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგი.

ავსტრალიის მხოლოდ 3 რეგიონში დაახლოებით მილიონი აქლემი ბინადრობს. ცხოველების ამ რაოდენობის მიერ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი 400 ათასი ავტომანქანის მიერ დაბინძურებულს უდრის.

GSPSA – ს შეფასება სხვადასხვა მეცნიერული ანალიზის საფუძველზე:

  •  წყლის 67% ავსტრალიაში იხარჯება აგროკულტურებისთვის.
  • 43% წყლის იხარჯება საძოვრებისთვის და პროდუქტებისთვის, რომლებიც ფერმის ცხოველებს სჭირდებათ ხორცის და რძის საწარმოებლად.
  • მხოლოდ 10% წყლის იხარჯება ბოსტნეულის, ხილის და სხვა მცენარეების მოსაყვანად, რომელიც მთელი ავსტრალიის მოსახლეობას სჭირდება მოხმარებისთვის.

აქვე: 1 კილო ხორცის საწარმოებლად იხარჯება 15.000 ლიტრი წყალი, ხოლო 1 ლიტრი რძის საწარმოებლად 1000 ლიტრი წყალი.

რამდენიმე ფერმის დახურვა უფრო მეტ წყალს ხომ არ დააზოგინებდათ შემთხვევით?!

სათბური გაზების გაფრქვევა და ნახშირორჟანგი:
აქლემი ყოფილა სამყაროს მტერი, ბევრ ნახშირორჟანგს გამოყოფს.

მანქანების წარმოება, ნავთობ და სატრანსპორტო ინდუსტრიებს არავინ ახსენებს.

აქვე: ცხოველთა ფერმები არიან პასუხისმგებელი 18% სათბურის აირების გარფრქევის, რაც მეტია ვიდრე ერთად აღებული ყველა სატრანსპორტო საშუალებისგან გამოყოფილი.

მოვკლათ 10 000 აქლემი, სულიერი არსება, მაინც მილიონობით ყოფილან თურმე!

პატარ-პატარა რაციონალური ნაბიჯებით რომ დიდ ცვლილებებთან შეგვიძლია მისვლა ამ იდეის გვჯერა, მაგრამ ამ შემთხვევაში სრული იდიოტიზმი ხომ არ არის?!

სამწუხაროდ არავინ საუბრობს რეალურ პრობლემებზე, რომელთა გამომწვევი მიზეზი მეტწილად არის ადამიანის უგუნრება და სიხარება.

საზოგადოების მცირე ნაწილი ინტერესდება მხოლოდ იმით, თუ რა ქმედებებს მივყავართ პლანეტის ტემპარუტურის მატებასთან, ხანძრებთან, კლიმატურ ცვლილებებთან. დედამიწა ცხოველთა სახეობების  მეექვსე მასობრივი გადაშენების პირად დგას.

კონკრეტულად ავსტრალიის ხანძრებს სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე ემსხვერპლა 1 მილიარდამდე ცხოველი, რომელთაგან განადგურდა კოალების 1/3, რამაც მათი სახეობა გადაშენების პირას მყოფ ცხოველების სიაში შეიყვანა.

რაც არ უნა გასაკვირი იყოს თქვენთვის ამ პრობლემებს გაცილებით გლობალურად აგვარებს ის თუ რას ვირჩევთ სადილად ყოველ დღე, რა გვიდევს თეფშე, რას ვჭამთ, საიდან მოდის და რა გზებით.

რამდენად რაციონალურად მოვიხმართ დედამიწის რესურსებს ადამიანები?!

ხორცის და რძის პროდუქტების მოხმარების შემცირებას შეუძლია პრობლემის მოგვარებისთვის რეალური, ძირეული შედეგების მოტანა, რაც ფაქტია და მეცნიერულად დამტკიცებული.

აქლემი სამყაროს მტერი და გლობალური დათბობის პრობლემის მოგვარების მარტივი გზა?!

დასკვნა: ადამიანები ყველაზე ინტელექტუალი და ამავდროულად ყველაზე უგუნური ცხოველები ვართ ამ პლანეტაზე!

ინფრმაციის წყარო: Independent.co.uk

კომენტარი: GSPSA

error

Stay in touch with us!