ბეწვის იმპორტის აკრძალვა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მიზანს ნიდერლანდებში, ცხოველთა პოლიტიკური პარტიის ბრძოლის შედეგად

გასულ კვირას, ნიდერლანდების ცხოველთა პოლიტიკურმა პარტიამ დაარწმუნა ვროპარლამენტის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა ხმა მიეცათ მათ წინადადებაზე ბეწვისა და ბეწვის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შესახებ. “დროა, რომ ჩვენ დავასრულოთ ბეწვის იმპორტი ნიდერლანდებში”, – განაცხადა პარტიის ლიდერმა ესთერ ოუვეჰანდმა. ”ბეწვის იმპორტით, ნიდერლანდები აქტიურად მონაწილეობს სასტიკი ინდუსტრიის შენარჩუნებაში, რომელიც ახლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას”.

ნიდერლანდებში ენოტის ბეწვი შემოაქვთ და მასიურად იყიდება ზამთრის ქურთუკებზე ბეწვის საყელოდ. ” ისინი იმდენად დაბალ ფასებში იყიდება, რომ ბევრს არც კი აქვს გაცნობიერებული, რომ ბეწვის საყელო ნამდვილ ცხოველს ეკუთვნოდა, – ამბობს ესთერ ოუვეჰენდი.

”ჩინეთში ენოტებს საშინლად ეპყრობიან და კლავენ. ახლა ასევე აღმოჩნდა, რომ ამ ცხოველებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელებაში, რომელიც ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და შევწყვიტოთ ამ საშინელი კორონა ვირუსის გამომწვევი ბეწვის წარმოება. ”

ვირუსოლოგებმა მართლაც აღნიშნეს, რომ ბეწვის ინდუსტრია და განსაკუთრებით ენოტის გამოყვანა შეიძლება ყოფილიყო კორონავირუსის დაკარგული რგოლი ჩინეთში ცხოველებიდან ადამიანებზე ვირუსის გადასვლისას. ბეწვის ინდუსტრია ასევე იწვევს ვირუსის მუტაციებს, რომლებიც შეიძლება რეზისტნტული (გამძლე) აღმოჩნდეს ვაქცინების მიმართ, რომლებიც ამჟამად მზადდება. დანიაში, რომელიც წაულას ბეწვის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, რამდენიმე ასეული ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსის მუტირებული შტამით, რომელიც წარმოშობილია წაულას ფერმებში. მიღბულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში არსებული ყველა წაულა განადგურდეს – მათი რიცხვი 15-დან 17 მილიონამდეა. მანამდე, ნიდერლანდებსა და ესპანეთში უკვე განიცდიდნენ კორონავირუსის აფეთქებას მინკის ფერმებში. ცხოველთა პოლიტიკური პარტიების დაჟინებული მოთხოვნით, დააჩქარდა ბეწვის ინდუსტრიების აკრძალვის საკითხი, დანიის წაულას ფერმების შემთხვევის გათვალისწინებით.

ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას აკრძალონ ბეწვის ინდუსტრიები. ამის მიუხედავად, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიონი ცხოველს ვკლავთ ბეწვის გამო. არა მხოლოდ წაულას, არამედ მელას, კურდღელს, ენოტს, კატებს და ძაღლებს. 2009 წლიდან ევროკავშირში ძალაშია ძაღლისა და კატის ბეწვის იმპორტის აკრძალვა, მაგრამ ჩინეთის ბეწვის ინდუსტრიაში გამოყვანილი და მოკლული სხვა სახის ცხოველების ბეწვის შემოტანა და გაყიდვა კვლავ შესაძლებელია.

ცხოველთა პოლიტიკური პარტია და მისი თანამოძმე პარტიები განაგრძობენ ყველა სახის ბეწვის წარმოების, იმპორტისა და ვაჭრობის სრულ აკრძალვაზე მუშაობას. არა მხოლოდ ნიდერლანდებში ან ევროპაში, არამედ მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაში. ამ ე.წ. ძვირადღირებული პროდუქტის წარმოება არაეთიკური, ეკოლოგიურად არამეგობრული და სოციალური წყენის მიზეზია, როგორც განმარტა ნიდერლანდების ცხოველთა პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელმა მარიან თიმმა.

ახლა, როდესაც ბეწვის ინდუსტრია აღმოჩნდა ინფექციური დაავადებების რეზერვუარი, ნიდერლანდების ცხოველთა პარტია იმედოვნებს, რომ ეს მაგალითი ბოლომდე იქნება გათვალისწინებული მსოფლიოში და ბეწვის მწარმოებელი ყველა დარჩენილი ქვეყანა შეწყვეტს ამ ბარბაროსულ პრაქტიკას.

წყარო: partyfortheanimals.com