დატყვევებული ბელები ცოცხლები აღმოაჩინეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებვრივი რესურსების მართვის  სამინისტროდან მიღებული   ინფორმაციით, 2019 წლის 28 ივლისს  პოლიციამ აღმოაჩინა ორი ბელი დედის გარეშე, რომელიც სავარაუდოდ სოფელ ვარიანში არსებულ რესტორნის ტერიტორიაზე ჰყავდათ დატყვევებული  და შემდეგ გააქრეს.  ბელები პოლიციამ სოფელ არბოში (გორის მუნიციპალიტეტი) თავისუფალ მდგომარეობაში აღმოაჩინა, რომელიც 22 კმ-ით არის დაშორებული  სოფელ ვარიანიდან.

საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებვრივი რესურსების მართვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბელების თავშესაფარში გადაყვანის შესახებ, ვინაიდან ტყვეობაში გაზრდილი ბელებისთვის თან დედის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია საკვების მოპოვება და ბუნებრივ გარემოში ადაპტირება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ტყვე ორი ბელის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის 17 ივლისს გამოქვეყნდა GSPSA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და  Facebook გვერდზე.

 

GSPSA-სთვის ცნობილი გახდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მოკვლევის მასალები გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებისთვის.

 

GSPSA ამ საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლებს გამოძიებასთან, ვინაიდან დასადგენია ამ ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები, რის შედეგადაც აუცილებლად უნდა მოხდეს   კანონმდარღვევი პირების მიმართ  კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ტელეკომპანია “იმედი”-ს მიერ მომზადებული რეპორტაჟი (“იმედის დილა” 01.08.2019)

ფოტოებზე: აღმოჩენილი დათვის ბელები

ამ თემასთან დაკავშირებით:

gspsa.org.ge – დადტყვევებული დათვის ბელები გააქრეს 

qartli.ge – ვარიანიდან გამქრალი ბელები იპოვნეს

georgiatoday.ge – GSPSA Demands Investigation into Missing Bear Cubs