დაცვის კომპანია “ალგანის” თანამშრომელმა მიუსაფარი ძაღლი სასტიკად სცემა

2016 წლის 5 ნოემბერს თბილისში ერთ-ერთი სუპერმარკეტ  GL-ის  დაცვის თანამშრომელი სასტიკად გაუსწორდა შესასვლელ კართან დაწოლილ უპატრონო, მშიერ ძაღლს. აღნიშნული ინფორმაცია და ვიდეო იმავე დღეს გავრცელდა Facebook-ით უშუალოდ ამ ფაქტის მომსწრე მიერ.
 https://www.facebook.com/TheSilverKingAnnie/posts/1234574116588584?pnref=story

მოძალადე პირი არის დაცვის კომლანია “ალგანის თანამშრომელი.

 

უცვლელად გთავაზობთ ფაქტის მომსწრე ადამიანის კომენტარს, რომელმაც ცემის კადრები ვიდეო კამერაზე აღბეჭდა:

“ეს ვიდეო მხოლოდ მონაკვეთია იმ საშინელი წამების, რაც რეალურად მოხდა იმ დროს. იმდენად ძალადობდა ძაღლზე და კუთხეში მომწყვდეულს სასტიკად ურტყამდა ჯოხს, რომ საცოდავმა ცხოველმა შიშისგან ჩაიფსა, მაშინაც არ მოეშვა და არ გაჩერდა….”

ფეისბუქის გვერდზე მომსწრე პირი სწერს, რომ მან სცადა შეეჩერებინა ეს საშინელება, მაგრამ მოძალადისგან მიიღო აგრესია და დამცირება. ქალბატონის მიერ მოხდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს”, დაცვის კომპანია “ალგანის” ოპერატიული ჯგუფის და საპატრულო პოლიციის გამოძახება. სამწუხაროდ, სუპერმარკეტის თანამშრომლების მხრიდან ძაღლის დამცველ ქალბატონის მიმართ იყო აგრესია და დაცინვა.

პოლიციის მიერ მოხდა ფაქტების და მტკიცებულებების შეგროვება.  “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” მიერ ძაღლი გადაყვანილი იქნა მუნიციპალურ თავშესაფარში ვეტერინარული დახმარებისა და შემდგომი დაკვირვების მიზნით.

 

GSPSA  გმობს ცხოველზე ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ მოძალადე დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით.

GSPSA ასევე მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს და კერძო პირებს, რომ თავი შეიკავონ დაცვის კომპანია “ალგანთან” თანამშრომლობაზე და კონტრაქტის გაფორმებაზე.

ამ თემასთან დაკავშირებული ბმულები:

http://www.zooclub.ge/zuu/siakhleebi/3513-thbilisis-erth-erth-supermarketthan-qalganisq-dacvis-thanamshromelma-miusafari-dzaghli-sastikad-scema.html

http://netgazeti.ge/news/152822/

 

Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია მოწმის მიერ

Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია მოწმის მიერ