გაწევრიანება

განცხადების ფორმა გაწევრიანებაზე
GSPSA წევრის პერსონალური ინფორმაციის ფორმა

კავშირში გაწევრიანების მსურველის განაცხადის შევსების ინსტრუქცია

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”

წესდება –  თავი V. კავშირის წევრობა

 მუხლი 10.   კავშირის წევრად მიღება

10.1    კავშირის წევრობა არის ნებაყოფლობითი. კავშირის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქე 16 წლის ასაკიდან, რომელიც აღიარებენ კავშირის (ასოციაციის) წესდებას, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას საწესდებო მიზნების და მისიის განსახორციელებლად და რომელმაც  გაწევრიანების მოთხოვნით, დადგენილი წესით, მიმართა კავშირის გამგეობას და წარადგინა კავშირის მინიმუმ 3 მოქმედი წევრის დადებითი და დასაბუთებული რეკომენდაცია.

10.2  კავშირში შეიძლება მიღებულ იქნას ასოცირებული და საპატიო წევრები. კავშირის ასოცირებული და საპატიო წევრი შეიძლება გახდეს ფიზიკური პირი.

10.3  საპატიო წევრი არ იხდის საწევრო გადასახადს, სარგებლობს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით. იგი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კავშირის მმართველობით ან მაკონტროლებელ ორგანოებში.  პირს საპატიო წევრის სტატუსი ენიჭება გამგეობის გადაწყვეტილებით (პირის განცხადების წარდგენის გარეშე, მაგრამ მისივე თანხმობით)  გამგეობის მინიმუმ 3 წევრის წინადადების საფუძველზე.  კანდიდატი საპატიო წევრობის მისაღებად ავსებს მხოლოდ ანკეტურ მონაცემებს.

განცხადების ფორმა გაწევრიანებაზე
GSPSA წევრის პერსონალური ინფორმაციის ფორმა

10.4  კავშირის (ასოციაციის) გამგეობის  გადაწყვეტილებით,  გამგეობის სახელზე წერილობითი განცხადების  საფუძველზე კავშირში შეიძლება მიღებული იქნან ახალი ასოცირებული წევრები, თუ ამ უკანასკნელთათვის კავშირში (ასოციაციაში) წევრობა წარმოაგენს მნიშვნელოვან პირობას.

10.5   ნებისმიერ წევრს აქვს კავშირიდან (ასოციაციიდან) თავისუფალი გასვლის უფლება. კავშირის (ასოციაციის) წევრის გასვლის საკითხს იხილავს გამგეობა არაუმეტეს სამი თვის ვადაში. კავშირის წევრი მაინც ითვლება გასული კავშირიდან, თუ გამგეობის სახელზე მისი განცხადების ჩაბარებიდან სამი თვის ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. საპატიო მიზეზით გასვლისას აღნიშნული ვადის დაწესება არ ხდება.

10.6  თუ წევრი თავისი ქმედებებით ხელს უშლის მიზნების მიღწევას ან თუ წევრის ქმედებებით შეილახა კავშირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია, ან სხვა მნიშვნელობანი საფუძვლების არსებობისას, კავშირის გამგეობას  შეუძლია გარიცხოს იგი კავშირიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება გარიცხული წევრის მიერ შეიძლება გასაჩივრებილი იქნას სასამართლოში;

10.7  კავშირის წევრობა შეიძლება შეწყდეს კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით შემდეგ შემთხვევებში:

ა) ფიზიკური პირის პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) 6 (ექვსი) თვის საწევრო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ აღნიშნულის შესახებ არ არსებობს რაიმე მოტივირებული ფაქტობრივი გარემოება;
გ) კავშირის საწესდებო მოთხოვნების შეუსრულებლობის, აგრეთვე კავშირის ინტერესების და რეპუტაციის შელახვის ან მისი მცდელობის შემთხვევაში;
დ) კავშირის წევრთა “ქცევის წესების”  დარღვევის შემთხვევაში;
ე)  სხვა არასამთავრობო ან სხვა გაერთიანებაში (ანალოგიური მიზნებისა და მიმართულების) გაწევრიანების შემთხვევაში. რომელიც ეწინააღმდეგება ცხოველთა დაცვის მსოფლიოში აღიარებულ საერთაშორისო ნორმებს ან კავშირის ინტერესებს.  ასევე სხვა არასამთავრობო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში, თუ საკითხი არ არის შეთანხმებული კავშირის გამგეობასთან.
ვ)   კავშირის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.
ზ) სხვა ობიექტური მიზეზების არსებობისას.

10.8  კავშირის წევრობა შეიძლება შეუწყდეს  10.7–ე მუხლით გათვალისწინებული პუნქტების თანახმად  იმ პირებსაც, რომლებმაც დააფუძნეს კავშირი.

10.9  კავშირში გაწევრიანებისათვის (ასოცირებული წევრი) პირმა, განცხადებასთან და ანკეტურ მონაცემებთან ერთად, კავშირის გამგეობას უნდა წარუდგინოს პირადობის მოწმობის ასლი, ავტობიოგრაფია, შესაბამისი რეკომენდაციები და 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი.

10.10   კავშირის გამგეობა, განცხადების მიღებიდან ექვსი თვის ვადაში, გაწევრიანების მსურველთან გასაუბრების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას პირის კავშირში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მუხლი 11.    ასოცირებული  წევრის უფლებები და მოვალეობები

11.1    კავშირის წევრს უფლება აქვს:

ა) აირჩიოს და არჩეულ იქნას კავშირის მართვის ორგანოებში;
ბ) მიიღოს მონაწილეობა კავშირის საერთო კრების მუშაობაში;
გ) მონაწილეობდეს კავშირის პროგრამებსა და პროექტებში, მათ შემუშავებასა და განხილვაში;
დ) გაეცნოს კავშირის მართვის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ე) თავისი სურვილით გავიდეს კავშირიდან.

 

11.2   კავშირის წევრი მოვალეა:

ა) დაიცვას კავშირის წესდების მოთხოვნები, კავშირის ინტერესები და რეპუტაცია;
ბ) დაემორჩილოს კავშირის მიერ დამტკიცებულ “ქცევის წესების”;
გ) ხელი შეუწყოს კავშირის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას;
დ) დროულად გადაიხადოს კავშირის საწევრო შენატანები, გამგეობის მიერ დადგენილი ოდენობით და წესით;
ე) კავშირის მოთხოვნისამებრ წარუდგინოს დამატებითი მონაცემები ან მათი ცვლილებები წევრთა სიის ორგანიზების ინტერესებიდან გამომდინარე.
ვ) დაიცვას კავშირის საქმიანობის კონფიდენციალურობა.
ზ) გაუფრთხილდეს კავშირის (ასოციაციის) სახელსა და ავტორიტეტს.

11.3  კავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, წესდებით გათვალისწინებული ერთი ან რამოდენიმე უფლება კავშირის წევრს შეიძლება შეეზღუდოს კონკრეტული ვადით კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით.

 

მუხლი 12.   წევრობის შეჩერება,  შეწყვეტა და კავშირიდან გარიცხვა

წევრის უფლებამოსილებების შეჩერებისა, შეწყვეტის და კავშირიდან გარიცხვის საკითხებს წყვეტს კავშირის გამგეობა.