საქველმოქმედო პროგრამა “ბიბლუსი”-სა და “კრაფტერების კლუბი”-ს ინიციატივით

2019 წლის 24 მაისს, ბიბლუსი გალერეაში – ,,კრაფტერების კლუბი”–ს ორგანიზებით 6 წლის ანასტასია გოგოლაურის ნახატების გამოფენა მოეწყო,”არტი და კრაფტი”.

ღონისძიება ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს. შემოსული თანხა სრულად გადამოირიცხება “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში”.

 

“ბიბლუსი”-ს პროგრამა “არტი და კრაფტის” ფარგლებში თვის განმავლობაში ეწყობა ხელსაქმის მასტერკლასები, სადაც მონაწილე ბავშვები ამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს. “ბიბლუსის” გადაწყვეტილებით თვის განმავლობაში შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი გადმოირიცხება GSPSA-ში. ასევე მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ესტუმრონ GSPSA-ს ტრავმირებული ძალღების თავშესაფარს პროგრამის მონაწილე მოზარდებთან ერთად და განახორციელონ შემოწირულობა ცხოველებისთვის  საკვების სახით.

აღნიშნული პროგრამა ცალსახად უწყობს ხელს მოზარდების ცნობიერების ამაღლებას ცხლოველთა დაცვისა და გადარჩენის სფეროში.

“GSPSA” მადლობას უხდის “ბიბლუსსა” და “კრაფტერების კლუბს” მხარდაჭერისთვის.