“ბობიკა” – მეტისი, ძუ

bobika2ჯიში – მეტისი
სახელი – ბობიკა
სქესი – ძუ (სტერილიზირებული)
დაბადების თარიღი – 2014 წ.
იდენფიცირება:   ყურსამაგრი N 01743

ხასიათი: თვინიერი, მხიარული, აქტიური, ერთგული, ჭკვიანი, ადამიანებთან განსაკუთრებული ხალისიანი დამოკიდებულებით, არ იცის უცხოობა.

ჯანმრთელობის მდგომარეობა: ჯანმრთელი

გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით. ძაღლი არის შეჩვეული გარეთ ცხოვრებას, სასურველია სახლი და ეზო.

 

ბობიკას ფოტოები თავშესაფარში.

14063795_1020167508098617_7543535726225074969_n 14068314_1020167924765242_4775857687290147758_n

14124516_1022487964533238_9131417699206021910_o 14066333_1022488054533229_4010970218106891094_o-1

ბობიკა – მეტისი, ძუ (სტერილიზირებული). დ.თ. 2014 2016 წლის 04 მაისს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში“ შემოვიდა შეტყობინება თბილისში, ნუცუბიძის ფერდ. მე-2 მიკრორაიონში მიკედლებული ძაღლის დასახმარებლად, რომელიც ამ ტერიტორიაზე დაბრუნდა ტრავმირებული და დასისხლიანებული. GSPSA-ს სამაშველო ჯგუფი რამოდენიმე წუთში მივიდა ადგილზე. ძაღლს დაზიანებული ჰქონდა წინა კუდურები, მარცხენა ფეხიდან მოდიოდა სისხლი და იყო შეშუპებული. იმის ვარაუდით, რომ ძაღლს ჰქონდა მოტეხილობა, ცხოველი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკა „აიბო“-ში, სადაც მას გადაუღეს რენტგზენი. აღმოჩნდა, რომ ძაღლს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები, კერძოდ საფანტის ტყვიების დიდი რაოდენობა მოხვედრილი აქვს წინა კიდურებში და გულ-მკერდის არეში. GSPSA თავმჯდომარისა და ვეტერინარების ვარაუდით ძაღლს ესროლეს ამავე დღეს, სროლა განხორციელდა ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან. GSPSA თავმჯდომარის მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება. ადგილზე იყვნენ ასევე რაიონის პოლიციის გამომძიებლები. GSPSA თავმჯდომარემ პოლიციის საგამოძიებო სამსახურს ოფიციალურად მიაწოდა რენტგენის ელექტრონული მასალა. GSPSA თავმჯდომარემ სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავის დადგენა და დაკავება. ძაღლი გადმოყვანილია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ცხოველთა თავშესაფარში, რომელზედაც განხორციელდება ვეტერინარული მომსახურება.

 

ინფორმაცია და ფოტოები ბობიკას თავშესაფარში შემოყვანის თაობაზე:

https://www.facebook.com/pg/gspsa.org.ge/photos/?tab=album&album_id=1022487944533240

 

 თბილისში მიკედლებულ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობების საშუალებით. ცხოველის ან სხვა ცხოველების დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე: გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/