ბოიკოტი უკრაინაში საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატს “ევრო–2012″–ს

6393634301_38122a524e_b“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” უერთდება საერთაშორისო ცივილიზირებული საზოგადოების ბოიკოტს უკრაინაში ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატს “ევრო – 2012” – ს.

უკრაინაში “ევრო–2012” საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების მიზეზით 60 000 – ზე მეტი ქუჩის ცხოველი იქნა განადგურებული. უკრაინის პრეზიდენტის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მუნიციპალური სამსახურებისა და პოლიციის მიერ მოხდა ძაღლებისა და კატების განადგურება სხვადახვა სასტიკი მეთოდებით. ცივილიზირებული სამყარო პროტესტს გამოთქვამს უკრაინის ხელისუფალთა ამ ვანდალური ქმედებების გამო.

უკრაინის ხელისუფლების ამ ვანდალური ქმედების გამო “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” მოუწოდებს ქართველ ფეხბურთისმოყვარულებს და ინტელექტუალურ საზოგადოებას ბოიკოტის გამოცხადებისკენ უკრაინაში ფეხბურთის ჩემპიონატზე.

Petition – Stop the mass killing of strays in the Ukraine for the Football Euro 2012