ბრიჟიტ ბარდოს ფონდმა დააფინანსა GSPSA ქუჩის ცხოველების სტერილიზაცის პროგრამისთვის

2012 წლის ივლისში, “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”–მ “ბრიჟიტ ბარდოს ფონდში” შეიტანა დოსიე საქართველოში ქუჩის ცხოველთა (ძაღლი, კატა) სტერილიზაციისა და ვაქცინაციის პროგრამის დასაფინანსებლად. ფონდმა თანხმობა განაცხადა ფინანსურად დაეხმაროს GSPSA –ს ამ პროექტის განხორციელებაში.

2012 წლის სექტემბერში 11 000 ევროს ფინანსური დახმარება გამოეყო GSPSA –ს, რომელიც შემდეგნაირად ნაწილდება:

9 000 ევრო GSPSA-ს ცხოველთა თავშესაფარში სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად და ვეტერინარული კლინიკის მოსაწყობად.

სტერილიზაციისა და ვაქცინაციის პროგრამის განსახორციელებლად დადგა საჭიროება GSPSA–ს ინფრასტრუატურის რეორგანიზაცია დამაკმაყოფილებელი სანიტარულ ნორმების გათვალისწინებით. განახლების შემდეგ ცხოველთა თავშესაფარში იქნება 4 სხვადასხვა სივრცე, რაც პროგრამის განსახორციელებლად საჭირო არის: დასუფთავების სივრცე, საკარანტინე სივრცე, ვეტერინარული სივრცე, პოსტოპერაციული სივრცე.

სამშენებლო სამუშაოები დასრულდება 2012 წლის დეკემბერში.

2 000 ევრო 60 ძაღლის სტერილიზების პროგრამისათვის.

თანხა გათვალისწინებულია მედიკამენტებისა, ვეტერინარუკლი მოწყობილობების შეძენასათვის. ეს თანხა 60 ძაღლის სრულყოფილი მოვლის საშუალებას იძლევა დაჭერიდან მათ ბუნებრივ გარემოში გაშვებამდე. პროგრამის მიმდინარეობის შესახებ მოხსენება გაკეთდება პროექტის მანძილზე და სისტემატიურად გაეგზავნება ფონდს.

სტერილიზაციის პროგრამა 2013 წლიდან დაიწყება.

რადგანაც ბრიჟიტ ბარდოს ფონდი თავის თავზე არ იღებს ხელფასების გადახდას, ამიტომ GSPSA-ს გუნდის ერთობლიობა აგრძელებს ამ პროგრამის ფარგლებში უანგარო მომსახურების გაწევას.

“ბრიჟიტ ბარდოს ფონდმა” გადამწყვეტი როლი შეასრულა თბილისის მოხეტიალე ქუჩის ცხოველთა პოპლულაციის მართვის საკითხების მოწესრიგებისათვის. ბრიჟიტ ბარდოს ღია წერილი თბილისის მერის სახელზე 2011 წლის ნოემბერში, შემდეგ სტატია ფონდის ჟურნალში, 2012 წლის მაისის ნომერში, რომელიც საქართველოს ეძღვნებოდა. GSPSA-ს ხელმძღვანელობის მიერ 2012 წლის იანვრიდან დაწყებული არაერთი შეხვედრა შედგა ქ. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის და პროგრამების შესახებ გაკეთდა შემოთავაზებები. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მალე მოეწერება ხელი და მოეწყობა ვეტერინართა ერთობლივი სწავლებები.

ბრიჟიტ ბარდოს ფონდის ეს დაფინანსება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოში ქუჩის ცხოველთა პოპულაციის მართვის წინსვლაში. იგი არის დასტური იმისა რომ არასამთავრობო სექტორს შესწევს ძალა ალტერნატიული გამოსავალი გამონახვისათვის ქუჩის ცხოველთა პრობლლემატური საკითხების გაწყვეტის მიმართებაში, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

GSPSA–ს თავმჯდომარე ქალბატონი ადელინ მირეი სანგ და ორგანიზაციის მთელი გუნდი უღრმეს მადლობას უცხადებს ბრიჟიტ ბარდოს ფონდს ამ პროგრამის განხორციელებაში დახმარებისათვის.

მადლობელი წერილი GSPSA–ს თავმჯდომარესგან ქალბატონ ბრიჟიტ ბარდოს მიმართ.

წერილის თარგმანი ქართულ ენაზე. 

ჩატარებულ ოპერაციაზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ამ პროგრამის Facebook-ის გვერდი.