GSPSA

უსახლკარო ლეკვების და კნუტების გაჩუქების აქცია. თბილისი, ბუკიას ბაღი. 2016 წლის 22 მაისი

19 მაისი 2016

ბუკიას ბაღი- ღონისძიების რეკლამა 2-22016 წლის 22 მაისს, კვირას 17:00 საათიდან თბილისში, ბუკიას ბაღში ჩატარდება ლეკვებისა და კნუტების გაჩუქების აქცია.
ღონისძიება Facebook-ზე.

ღონისძიება გაიმართება თავშესაფრებიდან უპატრონო შინაური ცხოველების გაჩუქების მიზნით.

2016  წლის 4 აპრილს (უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღეს) ბუკიას ბაღში ჩატარდა ცხოველების გაჩუქების პირველი ღონისძიება - https://gspsa.org.ge/worldstrayanimalday_postgeo/.

22 მაისს აქციაზე თბილისის მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფრიდან გასაჩუქებლად გამოყვანილები იქნებიან ლეკვები, კნუტები, ახალგაზრდა ძაღლები და კატები, რომლებმაც თავშესაფრში გაიარეს შესაბამისი ვეტერინარული მომსახურება. ახალ პატრონებზე გაფორმდება და გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობები. დაინტერესებულ პირებს ვეტერინარების, კინოლოგების და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გაეწევათ კონსულტაციები, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები.

მუნიციპალური სამსახურისა და GSPSA - ინიციატივით 2013- 2015 წლებში, თავშესაფრებიდან უპატრონო ცხოველების გაჩუქების პროგრამის ფარგლებში, თბილისის ზოოპარკში ჩატარდა 47 აქცია და გაჩუქდა 266 ლეკვი და კნუტი. აქციების შეწყვეტის მიზეზი გახდა 14 ივნისის სტიქია, რამაც გამოუსწორებელი დანაკლისი გამოიწვია. ამჯერად, კი აქციები უკვე განახლდება ბუკიას ბაღში, რომელიც უკვე ცნობიალია ცხოველთამოყვარული საზოგადოებისათვის აქ მიკედლებული და ბინადარი ცუგოების გამო.

თავშესაფრებიდან უპატრონო ცხოველების გაჩუქების პროგრამის ფარგლებში აქციები გაიმართება ბუკიას ბაღში ყოველ კვირა დღეს.

2013, 2014 და 2015 წელს თბილისის ზოოპარკში ცხოველების გაჩუქების პროგრამით ჩატარებული აქციები იხილეთ ლინკზე:
https://www.facebook.com/cxovelebisgachuqebisprograma/?ref=bookmarks

აქციის ორგანიზატორები:

ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA
www.gspsa.org.ge
https://www.facebook.com/cxovelebisgachuqebisprograma

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“
http://www.animalsmonitoring.ge/
https://www.facebook.com/pages/Tbilisi-City-Halls-Shelter-for-Animals/339585242789619?fref=ts

პროგრამის მხარდაჭერა:
Facebook - "ბუკიას ბაღის ცუგების" ადმინისტრატორთა გუნდი

 

კონტაქტი ორგანიზატორებთან:

სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“

+995 598 33 35 55 - თაკო აბაშიძე - ანალიზის, ინფორმაციული უზრუნველყოფის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ააიპ "საქართველოს  ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" GSPSA - კონტაქტი

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram