GSPSA-ს თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე სტუმრად საქართველოს რადიოს 1-ლ არხზე, გადაცემაში ”ღია სტუდია”

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა – საქართველოს რადიოს 1-ლმა არხმა (FM 102.4) გადაცემაში “ღია სტუდია” 2009 წლის 16 ოქტომბერს სტუმრად მიიწვია “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე. გადაცემის თემა იყო საქართველოში ქუჩის ცხოველთა პრობლემატური საკითხები, კანონმდებლობის მოწესრიგება, ცხოველთა თავშესაფრები და სხვა. ნიშანდობლივია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამ გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი დაინტერესდა აღნიშნული თემით, რაც მნიშვნელოვანია და შეიცავს დემოკრატიისა და საჯაროების ელემენტებს. გადაცემა იყო აქტუალური, პროფესიონალური და საინტერესო. GSPSA-ს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ, ამ საშუალებითაც გამოხატა ცხოველთამოყვარული საზოგადოების ნება.

 

საქართველოს რადიო 1-ლი არხი (FM 102.4) გადაცემა “ღია სტუდია

აუდიო ჩანაწერი