ჩაპა – მეტისი, ძუ (დაბრუნდა მიმკედლებელთან)

ჯიში – მეტისი
სახელი – ჩაპა
სქესი – ძუ (სტერილიზირებული)
დაბადების თარიღი – 2014 წ.
იდენფიცირება:  900085000268929

ხასიათი: თვინიერი, მხიარული, ჭკვიანი, ადამიანებთან განსაკუთრებული ხალისიანი დამოკიდებულებით.

ჯანმრთელობის მდგომარეობა:  ტრავმის შედეგად დაზიანებული აქვს უკანა კიდურები.

გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით. ძაღლი არის შეჩვეული გარეთ ცხოვრებას, სასურველია სახლი და ეზო.

ცხოველის თავშესაფარში მიღების თარიღი:   12/08/2017

ინფორმაცია (ისტორია) ძაღლზე იხილეთ ქვემოთ.

 

 

“ჩაპა” თბილისში მიკედლებული ძაღლია.   თავშესაფარში შემოყვანამდე ორი თვით ადრე მას დაეტაკა მანქანა და ფეხებზე გადაუარა. ტრავმა მძიმე და სერიოზული იყო. სწორი ვეტერინარული და მომსახურების შედეგად ჩაპამ შეძლო ფეხზე წამოდგომა და გავლა. ამ პერიოდში ის შეფარებული ჰყავდა ერთ ქალბატონს სახლში.

ჩაპა ისევ ქუჩას დაუბრუნდა, მაგრამ მისი მდგომარეობა მაინც დამძიმდა, ვინაიდან მას ფეხის თითები აქვს მოხრილი (არ აქვს სისხლის მიმოქცევა) და უკანა კიდურების თითებს იხიანებს სიარულის დროს, რის გამოც შესაძლებელია ინფიცირება და ჯანმრთელობის გაუარესება.

ამ პრობლემების გამო გადაწყდა ჩაპას თავშესაფარში გადმოყვანა. თავშესაფრის ვეტერინარი მას მკურნალობს. დაზიანებული ქსოვილების აღდგენის შემდეგ დაიწყება მასაჟები ფეხების სწორად დადგმის სწავლების მიზნით. გამოჯანმრთელების შემთხვევაში ჩაპა დაბრუნდება მიკედლების ადგილზე ქუჩაში, ტუმცა ორგანიზაცია მაქსიმალურად შეეცდება მის გაჩუქებას.

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ  თავშესაფრისა და მიუსაფარ ცხოველებს: 

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

ვალუტა: GEL, EUR ან USD
მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება (ქარ): “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”
საიდენთიფიკაციო კოდი: 205171847
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000166248000

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობების საშუალებით. ცხოველის ან სხვა ცხოველების დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე: გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/