ისტორიული გამარჯვება მერკოსურის სავაჭრო შეთანხმების წინააღმდეგ

სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის მერკოსურის ქვეყნებს შორის ევროპარალამენტის კენჭისყრაზე უარყოფილია. ცხოველთა ჰოლანდიურმა პარტიამ დააყენა შუამდგომლობა ქვედა პალატასთან, რომელიც გასულ კვირას იქნა მიიღებული და მთავრობას აიძულებდა, ხელი შეეშალა მერკოსურის შეთანხმებისთვის. CETA– სა და TTIP– ის სავაჭრო შეთანხმებების წინააღმდეგ ძლიერი პროტესტის შემდეგ, ქვემო პალატის უმრავლესობამ პირველად შეაქცია ზურგი დიდი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რაც არის ”ისტორიული მიღწევა”. ჰოლანდიური ცხოველთა პარტიის ლიდერის ესტერ ოუნჰედის თქმით, ”უზარმაზარი გამარჯვებაა ამაზონის და მდგრადი რეგიონალური სოფლის მეურნეობისთვის – ამვდროულად კლიმატის, ბუნების, ცხოველთა კეთილდღეობის, ადამიანის უფლებების, ისევე როგორც ევროპელი ფერმერებისათვის”.

მერკოსურის შეთანხმება – ყველაზე დიდი საკამათო სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირის ისტორიაში.
გასულ ზაფხულს ევროკავშირისა და მერკოსურის ქვეყნების მიერ: ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაის, პარაგვაის და ვენესუელას მიერ   შეტანილი, მიუხედავად ძლიერი პროტესტისა ევროპელი ფერმერებისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მხრიდან. ის ძალაში არ შედის მანამ, სანამ მთავრობის მეთაურები ერთხმად დათანხმდებიან. ნიდერლანდების ქვედა პალატა ახლა პრემიერ მინისტრ რუთს ავალდებულებს შეასრულოს გარიგება . ოუვჰენდის- ის თანახმად, ”ეს მაშინ როდესაც მთავრობა მტკიცედ უჭერდა მხარს გარიგებას”.

მერკოსურის გარიგება ხელს შეუწყობდა ხორცისა და პირუტყვის იმპორტს სამხრეთ ამერიკიდან ევროკავშირში, რაც შემდგომ გამოიწვევდა ამაზონის და ცერადოს ნაკრძალის  ტყის განადგურების პროცესს, აგრეთვე ევროპელი ფერმერებისათვის წარმოშობდა დამატებით უსამართლო კონკურენციას. სამხრეთ ამერიკას აქვს ცხოველთა კეთილდღეობის დაბალი დონე და დაბალი გარემოსდაცვითი სტანდარტები, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს პესტიციდების გამოყენება, რომლებიც აღარ არის ნებადართული ევროპაში. ბრაზილიაში არსებული მეცხოველეობის ინდუსტრია უკვე პასუხისმგებელია ტყეების ოთხმოცი პროცენტის განადგურების და გარდა წვიმის ტყისა, ადამიანის უფლებებიც ეწირება იაფი ხორცის მოპოვების და პირუტყვის კვების პროცესს. ამ და სხვა მიზეზების გამო, “ჰოლანდიური პარტია ცხოველებისთვის” სხვა ქყვეყნების ცხოველთა პარტიებთან  ერთად წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბრძოლას “მერკოსურის” შეთანხმების წინააღმდეგ ყველა შესაძლო დონეზე. გასულ წელს   ჰოლანდიურმა ცხოველთა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართა პორტოში ბრაზილიის საკონსულოსთან,  28 ქვეყნის ცხოველთა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის მონაწილეობით.

ამავდროულად, კორონაკრიზმა მთელ მსოფლიოს გვიჩვენა, რომ საერთაშორისო სავაჭრო სისტემა მკვეთრად უნდა შეიცვალოს.

ოუნჰენდი: ”ნეოლიბერალური სავაჭრო სისტემა დარღვეულია. ეს მომგებინია, მხოლოდ მსხვილი მულტინაციონალური კომანიებისთვის (კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ სხვადასხვა ქვეყნებში), მაგრამ უარყოფითად აისახება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებზე, ფერმერებზე და ბუნებაზე. მშვენიერია, რომ ცნობიერების დონე საბოლოოდ საგრძნობლად შეირხა. შეუძლებელია დამაჯერებლად დაიცვათ კლიმატი და სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, თან ამავდროულად დადოთ სავაჭრო ხელშეკრულებები, რომლებიც სავალალო გავლენას ახდენს კლიმატზე და სოფლის მეურნეობაზე. ჩვენ ისტორიაში ნამდვილად გადამწყვეტი მომენტის მომსწრენი ვართ, როდესაც საქმე ძირითადი სავაჭრო გარიგებების გადაწყვეტას ეხება. საერთაშორისო პრესაც კი საუბრობს ნამდვილ ‘პარადიგმათა ცვლაზე’.

წყარო: partyfortheanimals.com

ჩვენთვის საამაყოა, რომ GSPSA– ს ორმა წარმომადგენელმა სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა პორტოში ჩატარებულ “ცხოველთა მსოფლიო კონფერენციაზე”, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ “მერკოსურის შეთანხმება” იყო და მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს მერკოსურის გარიგების წინააღმდეგ ჩატარებულ პროტესტში ევროპალამენტის წევრებთან ერთად, რომელიც გაიმართა ბრაზილიის საკონსულოს წინ 2019 წლის სექტემბერში.