ცხოველისადმი მორიგი სისასტიკე

ცხოველისადმი სისასტიკის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა საგურამოში. ძაღლი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობდა 4 წლის განმავლობაში, არ იყო აგრესიული და ენდობოდა ადამიანებს, 2018 წლის 13 იანვარს, მისმა მიმკედლებელმა გარდაცვლილი იპოვა. ძაღლს შუბლის არეში ეტყობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული დაზიანება.

GSPSA-სთან საუბრისა და კონსულტაციის შემდეგ გამოძახებული იქნა პოლიცია, ხოლო ძაღლის გვამი გადატანილი იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში პათანატომიური კვეთისა და ექსპერტიზის დასკვნისათვის.

GSPSA მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით.

ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 593 322 159