GSPSA

რუსთავში მამაკაცმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა ძაღლი

17 ივნისი 2017

თვითმხილველების ინფორმაციით, 2017 წლის 16 ივნისს რუსთავში 60 წლამდე მამაკაცმა კავკასიური ქოფაკის ჯიშის ძაღლი მოკლა. მამაკაცმა ძაღლს, ლურსმან დაჭედებული ჯოხი დაარტყა, ამის მიზეზი კი, როგორც ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლები ყვებიან, 4 წლის წინ მომხდარი შემთხვევა გახდა. ადგილობრივების თქმით, 4 წლის წინ, ლეკვმა მამაკაცს მცირედი დაზიანება მიაყენა.

თვითმხილველების ინფორმაციით ძაღლს სასიკვდილო დაზიანება მიაყენა მკვლელმა, როდესაც ძაღლი წყალს სვამდა და მის მიმართ არავითარი აგრესია არ გამოუხატავს. აღნიშნული კი იმის მტკიცებულებაა, რომ ბოროტმოქმედს წინასწარ ჰქონდა გამიზნული ძაღლის მკვლელობა.

ძაღლს ჭრილობები მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. ცხოველი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა თბილისში ვეტერინარულ კლინიკაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვეტერინარებმა ვერ შეძლეს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული  INFO RUSTAVI - ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, შსს-ში აცხადებენ, რომ საამრთალდამცავებმა, მომხდართან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ეჭვმიტანილი პირი უკვე დაიკითხა. საქმე აღძრულია 259 მუხლით, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის "ცხოველთა მეგობრების“ თავმჯდომარის ირინა ლიკლიკაძის ინფორმაციით, რომელიც მან მიიღო სამართალდამცავებისგან,  მიუხედავად განსაკუთრებული სისასტიკის ფაქტისა მკვლელის მიმართ არ განხორციელდა აღმკვეთი ღონისძიება და ის იქნა განთავისუფლებული.

GSPSA-ს მიაჩნია,  რომ აღნიშნული ფაქტი არის განსაკუთრებული სისასტიკე ცხოველის მიმართ, ხოლო ბოროტმოქმედი საშიში არის, როგორც ცხოველებისათვის, ასევე საზოგადოებისათვის. GSPSA მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებული საქმე. უპირველეს ყოვლისა კი მკვლელს შეეფარდოს აღმკვეთი ღონისძიება.

წყარო:   INFO RUSTAVI

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram