დანიელი მეგობრების დახმარება GSPSA-ს თავშესაფარს

2016 წლის ოქტომბრიდან ჩვენს თავშესაფარს ეხმარებიან დანიის მოქალაქეები ქალატონები პატრიცია მაია ანდერსენი და ლაურა მომ.  მათი ხელშეწყობითა და ინიციატივით განხორციელდა GSPSA თავშესაფრის ფინანსური მხარდაჭერა და გორის მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის დახმარება საკვებითა და საჭირო მედიკამენტებით.

 

ქალბატონმა ლაურამ დანიაში დააფუძნა ჯგუფი – DIGU (Dansk Indsamling til Gadehunde i Udlandet – დანიელი ხალხის დახმარება ქუჩის ცხოველებს საზღვარგარეთ). ამ ჯგუფის მეშვეობით ხორციელდება სხვადასხვა სახის დახმარება, რომელიც მიმართულია მიუსაფარი ცხოველების ყოფის შესამსუბუქებლად დანიის საზღვრებს გარეთ.

DIGU ეხმარება GSPSA ტრავმირებული ცხოველების თავშესაფარს და დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ბინადრების კეთილდღეობაში.

2017 წლის 31 მარტის – 3 აპრილის პერიოდში დანიაში ჩატარდა ონლაინ აუქციონი “Rosa´s Auktioner” „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ცხოველთა თავშესაფრის დახმარებს მიზნით. აუქციონზე შემოწირული ნივთები წარმატებით გაიყიდა, ხოლო შემოსული თანხა ჩაირიცხება GSPSA-ს ანგარიშზე.

აუქციონზე დიდი მოწონება დაიმსახურა GSPSA-ს წევრებისა და თავშესაფრის ბინადრების მიერ შექმნილმა განუმეორებელმა პანომ, რომელიც ასახავს ჩვენი თავშესაფრის ბინადრების თათებს.

GSPSA მადლობას უხდის დანიელ მეგობრებს დახმარებისა და მხარდაჭერისათვის!