ქ. თბილისის მერიამ 2009 წლის 30 დეკემბერს 11 თვეში 16 000 ცხოველის მოკვლაზე ტენდერი გამოაცხადა

2009 წლის 30 დეკემბერს ქ. თბილისის მერიამ უზედამხედველო ცხოველებთან დაკავშირებით სატენდერო წინადადება გამოაცხადა, რომელიც ოფიციალურად განთავსდა მერიის საითში. შესყიდვის ობიექტია: ქ. თბილისში 20 000 სული მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველის (ძაღლი, კატა) ჰუმანური დაჭერა-იზოლაციის და ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება..ამ ტენდერში პრეტენდენტებისათვის წინადადების წარდგენის ბოლო ვადა 2010 წლის 20 იანვარია. ხოლო მომსახურების გაწევის სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2010 წ-მდე, რაც ნიშნავს პრაქტიკულად 11 თვეს. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ პირს ზემოაღნიშნულ მისამართზე უფლება აქვს სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციას.

GSPSA-ს თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე 15.01.2001 წელს თბილისის მერიაში გაეცნო სატენდერო დოკუმენტაციას, რომლის შედეგად დადგინდა, რომ სატენდერო წინადადება ითვალისწინებს თბილისში 11 თვის განმავლობაში 20000 სული მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველის (ძაღლი, კატა) დაჭერას, რომლებიც შემდეგ უნდა იყვნენ გადაყვანილნი ვეტერინარული კლინიკაში. ვეტერინარული კლინიკის მისამართი გაურკვეველია. ამ ცხოველებს თურმე უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა-დათვალიერება. დაჭერილი ცხოველების 20 %-ს, რაც ციფრობრივად 4 000 ერთეულია, თურმე გამოუჩნდება პატრონი, ხოლო დანარჩენი 80%, რაც ციფრობრივად 16 000 ერთეულია, ექვემდებარება ევთანაზიას, ე.ი. მოკვლას.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” შეშფოთებულია აღნიშნული სატენდერო წინადადებით და მოუწოდებს მუნიციპალიტეტს საკითხი გადაწყვიტოს ელემენტარული ცივილიზირებული და ჰუმანური ფორმით, სადაც გათვალისწინებული იქნება, როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების უფლებები.

GSPSA-ს მიუღებლად მიაჩნია აღნიშნული სატენდერო წინადადება მისი ტექნიკური დავალებიდან გამომდინარე და მიიჩნევს, რომ არც ერთი პროფესიონალური ვეტერინარული კომპანია და ფიზიკური პირი აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობას არ მიიღებს. GSPSA-ს თავმჯდომარის თეიმურაზ წიქორიძის აზრით, აღნიშნული სატენდერო წინადადება არის ცხოველების პერმანენტულ განადგურებაზე მიმართული აქცია და არა ვეტერინარული მომსახურებაზე სახელმწიფო შესყიდვა, რაც მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ცივილიზირებულ წესსა და ნორმას. ამასთანავე საქართველოს კანონებისა და სხვა სამართებლივი აქტების თანახმად ჯანმრთელი შინაური ცხოველის (ძაღლი და კატა) მოკვლა დაუშვებელია. რაც შეეხება ევთანაზიას, საქართველოში ევთანაზია აკრძალულია და დასჯადია.

ამ მიუღებელი პროგრამის შეჩერაბასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით GSPSA-ს ხელმძღვანელობა ძალიან მოკლე ვადებში გააკეთებს საჯარო განცხადებებს, მიმართვებს ხელისუფლებისადმი და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი.

GSPSA კიდევ ერთხელ იმედს გამოთქვამს, რომ მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ გადახედავს თავის მცდარ პოზიციას და საკითხს გადაწყვიტავს ცივილიზირებული კუთხით.