ძაღლი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ბიჭის სიცოცხლეზე

12633469_957387534335718_4816470824237354359_o7 წლის ლუკს, 1-ლი ტიპის დიაბეტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის სხეულს არ შეუძლია არეგულიროს შაქრის დონე სისხლში, ამიტომ მას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება შაქრის დონის დაბალანსებისთვის.
ამიტომაც ლუკს  ყოველთვის გვერდით ყავს მისი მეგობარი ძაღლი, “ჯედი”

ლუკის დედა, დორი -“მოვიძიეთ ყველა საშუალება, რასაც ჩვენი დახმარება შეეძლო, მონიტორინგისთვის ყველა საჭირო აპარატურა შევიძინეთ, მაგრამ უფრო მეტი გვჭირდებოდა”

დორიმ იპოვა ადგილი, სადაც გარკვეული ჯგუფი ასწავლიდა ადამიანებს, როგორ უნდა გაეწვრთნათ ძაღლი, რომელიც ზუსტი ყნოსვით დაეხმარებოდნენ დიაბეტიან პაიენტს. როცა შაქრის დონე ზედმეტად აიწევს ან დაიწევს, ძაღლების  დახმარებით შესაძლებელია, წამლის მიღების დროული რეგულირება.

ასე დამეგობრდა ლუკი ჯედისთან, მისი როლი განუზომელი იყო.
ჯედის გაწვრთნა არ იყო ადვილი, თუმცა ლეკვმა დაამტკიცა, რომ შეეძლო ლუკის დახმარება როცა მას ყურადღება დასჭირდებოდა.603950_387719617969182_1607316285_n

ლუკის დედა, დორი – “ცხოველები გვიყვარს, ბუნებრივია რომ ჩვენი შვილი ისიამოვნებს როცა მის გვერდით მუდმივად იქნება მისი მეგობარი. ჯედის უყვარს ეს  საქმე, როცა ლუკის შაქრის დონე იწევს, ის  მაფრთხილებს, ჩვენ ვამოწმებთ შაქრის დონეს და შედეგების მიხედვით ჯედის სასუსნავით ვაჯილდოვებთ. ის დღეში 6-8ჯერ გვაფრთხილებს, უძვირფასესია ის  ჩვენთვის ”

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ლუკს სხვა აღჭურვილობაც აქვს შაქრის დონის დასარეგულირებლად, ჯედი პირველია პრობლემის აღმოჩენაში, რაც დროული რეაგირების საშუალებას იძლევა.

ჯედი გარდა იმისა რომ ინარჩუნებს ლუკის ჯანმრთელობას, ასევე ეხმარება ბავშვს აარიდოს დისკომფორტი რასაც დაავადების გამო ხვდება.

sd
“ლუკს 8 000 ნემსი და 40 000 თითზე  ჩხვლეტა დასჭირდა ჯედიმდე. ჯედი ცხოვრებას უფრო სახალისოს ხდის, მსოფლიოში ყველაზე ტუტუცი ძაღლია, საუკეთესო მომსახურეა და  მთელი დღე გვაცინებს, ის ჩვენი ოჯახის სრულყოფილი წევრია” – ამბობს დორი

ლუკის და ჯედის facebook გვერდი.10422594_763851217022685_8947843526533202872_n