GSPSA-ს თავშესაფრიდან ძაღლი „ქართული“ შვეიცარიაში გაემგზავრა

ქუთაისელი „დვარნიაშკა“, რომელსაც ადამიანისგან მხოლოდ სისასტიკე და დიდი ტკივილი ახსოვს, უკეთილშობილესმა ადამიანებმა თავისთან წაიყვანეს შვეიცარიაში.

2018 წლის 28 ოქტომბერს GSPSA-ს ტრავმირებული ძაღლების თავშესაფარმა მიიღო ძაღლი, რომელიც შვეიცარიელმა ტურისტებმა, ირინა და ვლადიმერ ზინკოვსკებმა ქუთაისში აღმოაჩინეს. ძაღლი იყო განსაკუთრებული სისასტიკის მსხვერპლი, ორანიზმში დიდი რაოდენობით საფანტი და ტყვიები აღმოაჩნდა, ზურგზე გადასხმული ჰქონდა მდუღარე წყლი, რომლის ნაიარევი დღემდე ეტყობა.

ირინამ და ვლადიმერმა განსაკუთრებული ჰარმონიული ურთიერთობა დაამყრეს ამ ძაღლთან, ერთი ნახვით შეუყვარდათ, შეეცოდათ და გადაწყვიტეს თავიანთ ოჯახში შვეიცარიაში წაყვანა. დახმარებისთვის და ძაღლის მომზადებისთვის კი მომართეს GSPSA-ს. ძაღლს დაარქვეს „ქართული“.

„ქართულის“ თავშესაფარში მოხვედრის დღიდან დაიწყო მომზადების საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცედურა შვეიცარიაში გასამგზავრებლად, რომელმაც 10 თვეზე მეტი გასტანა, მაგრამ როდესაც დიდი სურვილია, ყველა წინაღობა გადაილახება.

„ქართული“ უნიკალური თვისებების, ძალიან ჭკვიანი, მხიარული, ერთგული და აქტიური ძაღლია. მიუხედავად ადამიანების მხრიდან ადრე ჩადენილი სისასტიკისა, ის მაინც კეთილად არის განწყობილი ადამიანებზე.
2019 წლის 1-ლ აგვისტოს დადგა ნანატრი დღე, ირინა და ვლადიმერი სპეციალურად ჩამოვიდნენ და „ქართული“ თავის დიდი ხნის ნანატრ სამუდამო ოჯახთან ერთად გაემგზავრა შვეიცარიაში. ის ახლა ჟენევაში ცხოვრობს თავის ახალ ოთხფეხა და ორფეხა მეგობრებთან ერთად, აქვს საკუთარი ოთახი, ბასეინი და რაც მთავარია უზომოდ დიდი სიყვარული.

GSPSA-ს გუნდი უდიდეს მადლობას უხდის ირინა და ვლადიმირ ზინკოვსკებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ძაღლისათვის. ამავე დროს ისინი არიან ჩვენი თავშესაფრის ძაღლების „დისტანციური პატრონები“ და ასევე ხელს გვიწყობენ თავშესაფრის ცხოველებისათვის საკვებით და უამრავი სხვა საშუალებებით.

იხილეთ ფოტო გალერეა:

 

GSPSA-მ ირინა და ვლადიმერ ზინკოვსკებს გადასცა მადლობის სიგელი.

 

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გაქვთ ძაღლის აყვანის პირობები და სურვილი გაგაჩნიათ, რომ თქვენ გყავდეთ ოთხფეხა მეგობარი, ამ შემთხვევაში გეძლევათ უნიკალური საშუალება ჩაერთოთ „დისტანციური პატრონაჟის პროგრამაში“

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:\

შემოწირულობა