“ზოომარტი”-სა და GSPSA-ს საქველმოქმედო პროგრამა – “დაეხმარე თავშესაფრის ცხოველებს საკვებით!”

ZOOMART_BANERI-04“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების”-GSPSA-სა და კომპანია „სმარტ დისტრიბუშენ“-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით 2017 წლის 5 მარტიდან „ზოომარტის“ სავაჭრო ქსელში იწყება საქველმოქმედო პროგრამა: “დაეხმარე თავშესაფრის ცხოველებს საკვებით”, პროგრამა მიზნად ისახავს   თავშესაფრისა და მიუსაფარი ცხოველებისათვის საკვებით დახმარებას. პროგრამა დაიწყება ” ზოომარტის” ცენტრალური მარკეტში (თბილისი, გივი კარტოზიას ქ. #6), ხოლო შემდგომ ეტაპობრივად მოიცავს “ზოომარტის” ქსელში არსებულ სხვა მარკეტებსაც.

ამ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

ამისთვის საჭიროა:
√   მობრძანდეთ “ზოომარტში”;
√ კონსულტანტი შეგარჩევინებთ პროდუქციას თავშესაფრისათვის, რომელის შეძენასაც ამ მიზნით შეძლებთ სპეციალურ ფასებში;
√  შეძენილი პროდუქცია დატოვოთ მაღაზიაში სპეციალურ გამოყოფილ ადგილზე.

101_3464

ქველმოქმედების მიზნით შეძენილი პროდუქცია  გადაეცემას “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას”  თავშესაფრისა და მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად. 

უპატრონო ცხოველების თავშესაფრები ფუნქციონირებენ დონორების (იურიდიული და ფიზიკური პირები) შემოწირულობებით. თავშესაფრებისთვის საკვები პროდუქტებით დახმარება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად საარსებო წყაროს.

4903495198a0844483f8be95676acddbპროექტის მიზანი: თავშესაფრის, უსახლკარო და მიკედლებული ცხოველების ყოფის გაუმჯობესება.
დახმარების საგანი: საკვები, დასაფენები, ჯამები, საყელოები და სხვა.
პოგრამის განხორციელების არეალი: “ზოომარტის” მაღაზიათა ქსელი – გივი კარტოზიას ქ. #6
პროგრამის მსვლელობა: ნებისმიერ პირს, რომელსაც ექნება დახმარების სურვილი, შეეძლება მაღაზიაში ნებისმიერი პროდუქციის შეძენა თავშესაფრის დახმარების მიზნით და მათი დატოვება მაღაზიაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. მომხმარებელს დახმარება შეეძლება როგორც ანონიმურად, ასევე საკუთარი კონტაქტების დატოვებით.

პერიოდულად ზოომარტი ოფიციალური აქტის საფუძველზე გადასცემს GSPSA-ს ამ პროგრამის ფარგლებში შეძენილ პროდუქციას. ამ პროდუქციის გადანაწილების საკითხს წყვეტს GSPSA კომპეტენციის ფარგლებში (შექმნილი კომისიის), რაც მიზანად ისახავს ამ პროდუქციის გადანაწილებას მიუსფარი და თავშესაფარში ბინადარი ცხოველებისათვის. მომავალში გათვალისწინებულია პროგრამის არეალის გაფართოება.

„ზოომარტი“ და „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ მადლობას გიხდით ქველმოქმედებისათვის !

ღონისძიების (პროგრამის) რეკლამა Facebook-ზე
FB-reklama zoo mart

ZOOMART_BANERI-03