New School International School of Georgia

2019 წლის 18 თებერვალს თბილისის „ახალი სკოლა“-ის – New School International School of Georgia დირექტორის და პედაგოგების ინიციატივით GSPSA-ს პროგრამის „დაეხმარე თავშესაფარს საკვებით“ ფარგლებში მოსწავლეებმა შეიძინეს და შეაგროვეს ძაღლებისა და კატებისთვის სხვადასხვა საკვები, რომელიც GSPSA-ს თავშესაფარს გადმოსცეს.

ქველმოქმედება „ახალი სკოლის“ პედაგოგთა და მოსწავლეთა მხრიდან უკვე სისტემატიურ ხასიათს ატარებს. GSPSA მადლობას უხდის “ახალის სკოლის დირექტორს ქალბატონ მარინა ჟღენტს. სკოლის პედაგოგებს და რა თქმა უნდა პირველ რიგში მოსწავლეებს. თავშესაფრის ცხოველები კი გემრიელად მიირთმევენ ბავშვების მიერ გამოგზავნილ საკვებს. რა თქმა უნდა GSPSA საკვების ნაწილს გადაანაწილებს ქუჩის მიუსაფარი ცხოველებისათვის.