დახმარება GSPSA-სა და გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავშესაფარს პერიოდულად ეხმარებიან უცხოელი და საქართველოს მოქალაქეები.  ოქტომბრის თვის დასაწყისში GSPSA-ს დაუკავშირდნენ  ცხოველთადამცველები ქალბატონები პატრიცია მაჟა- Patricia Maja Andersen და ლაურა მარიე – Laura Marie Vølpert Momme,  მათ მიერ დახმარების სახით GSPSA-ს თავშესაფარმა მიიღო ვეტერინარული პრეპარატები და ცხოველთა საკვები.

ქალბატონი პატრიციას მიერ GSPSA-ს რეკომენდაციით და ხელშეწყობით ასევე განხორციელდა მიზნობრივი დახმარება ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ბინადრებისათვის, სადაც რთული მდგომარეობაა და ცხოველებს ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის დახმარება.

უცხოელი ქალბატონების მიერ, მათი დაპირების თანახმად, GSPSA  პერმანენტულად მიიღებს სხვადასხვა სახის დახმარებას თავშესაფარში ბინადარი და მიუსაფარი ცხოველებისათვის.

GSPSA მადლობას მოახსენებს ამ კეთილ ადამიანებს!

ქალბატონები პატრიცია მაჟა  და ლაურა მარიე თბილისში ბუკიას ბაღში და GSPSA-ს თავშესაფარში.

This slideshow requires JavaScript.

 

ქ. გორის თავშესაფრის დახმარება

This slideshow requires JavaScript.

 

დამატებითი ინფორმაციები ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიუსფარ ცხოველთა თავშესაფარზე:

Facebook – ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიუსფარ ცხოველთა თავშესაფარის გვერდი

http://gspsa.org.ge/gori_animalshelter_10042016/