დრუნჩა – მეტისი, ძუ /დაბრუნდა მიკედლების ადგილზე/

ჯიში – მეტისი
სახელი – დრუნჩა
სქესი – ძუ (სტერილიზირებული)
დაბადების თარიღი – 2011 წ.
იდენფიცირება: საჭდე HPHO 00106

ხასიათი:  თვინიერი, ჭკვიანი, დამჯერე, ერთგული.

ჯანმრთელობის მდგომარეობა:  მოყვანის მომენტისათვის:  წინა ფეხი დაზიანებული (სახსარში ჩაკეტილი), თათის ზედაპირი დაზიანებული, აქვს უმადობა და სისუსტე.

გაჩუქების პირობები:  გამოჯანმრთელების შემდეგ დაბრუნდება მიკედლების ადგილზე

2017 წლის 25 მაისს  GSPSA-ს ცხოველთა თავშესაფარში გადმოყვანილი იქნა მიუსაფარი ძაღლი დრუნჩა. გადმოყვანის მიზეზი გახდა ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიმკედლებლების ინფორმაციით გადმოყვანამდე ორი თვით ადრე დაეჯახა მანქანა. ბოლო პერიოდში ძაღლს აღენიშნებოდა უხასიათობა, საკვების მიუღებლობა და სისუსტე.

ვეტერინარულ კლინიკა “აიბო”-ს  მიერ ძალღს ჩაუტარდა ვეტერინარული მომსახურება, გადაღებული იქნა რენტგენი.  დასკვნის შედეგად ძაღლს ტრავმა აქვს მიღებული ადრე და მარჯვენა ფეხის სახსრები აქვს ჩაკეტილი. ამ ეტაპზე არ ექვემდებარება ფეხის ამპუტაციას. ძაღლი გადმოყვანილი იქნა GSPSA-ს თავშესაფარში მასზე დაკვირვების, შესაბამისი ვეტერინარული მომსახურების და ყურადღების მიზნით. თავშესაფარში მოხდა ძაღლის გაპარსვა, დაბანა და დამუშავება სპეციალური პრეპარატებით.  თავშესაფარში შემოყვანიდან მესამე დღეს აღენიშნება პირღებინება, პერიოდულად მაღალი სიცხეები და უხასიათობა. მიმდინარეობს შესაბამისი დაკვირვება და ვეტერინარული მომსახურება.

 

 

 

“დღუნჩას” გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ის ან გაჩუქდება ან  დაბრუნდება მიკედლების ადგილზე მიმკედლებლების უშუალო ზედამხედველობის გარანტიით.

GSPSA მადლობას მოახსენებს ვეტერინარულ კლინიკა “აიბოს” მთავარ ექიმ-ვეტერინარ ალექსანდრე ქანაშვილს და მის  გუნდს  “დრუნჩასთვის” და თავშესაფრის სხვა ძაღლებისათვის უანგარო და პროფეიონალური ვეტერინარული მომსახურებისათვის და დიდი დახმარებისათვის!

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ  დრუნჩას  ან თავშესაფრის სხვა ცხოველებს

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

ვალუტა: GEL, EUR ან USD
მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება (ქარ): “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”
საინდეფიკაციო კოდი: 205171847
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000166248000

გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა – “დრუნჩას დასახმარებლად”  http://gspsa.org.ge/donate/

—————————————————–

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობების საშუალებით. ცხოველის ან სხვა ცხოველების დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე: გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/